უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 მარტი, 2018 12:05
font-size

დარჩენილია 100 000 ადამიანი, რომლებმაც არ იციან, რომ C ჰეპატიტით არიან დაავადებული - დავით სერგეენკო

ჯანდაცვის სამინისტროს გათვლებით, დარჩენილია 100 000 ადამიანი, რომლებმაც არ იციან, რომ C ჰეპატიტით არიან დაავადებული.

შესაბამისი განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას დავით სერგეენკოს გარდა აშშ–ს ელჩის მოადგილე საქართველოში, ელიზაბეტ რუდი, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და კლინიკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მინისტრმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კერძოდ, თუ რატომ არის ეს პროექტი საქართველოში წარმატებული და განხორციელებული ქმედებები შეაჯამა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოში სულ 150 000 ადამიანია C ჰეპატიტით ინფიცირებული. მათგან 48 000–მდე ადამიანი მკურნალობას გადის, ან იმკურნალა. რჩება 100 000–მდე ადამიანი, რომელმაც დაავადების შესახებ არაფერი იცის.

სერგეენკოს განცხადებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკრინინგ პროგრამებში მათ ჩართვას და ამ მხრივ გეოგრაფიული არეალის გაფართოებას.

„ადრე თუ სპეციალიზებულ კლინიკებში შეეძლოთ ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობა, ამ კლინიკების რაოდენობა გაიზარდა. დეცენტრალიზაციის მიზანია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდოს იმ ადგილების რაოდენობა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ყველა რაიონში უნდა იყოს მინიმუმ 1 დაწესებულება და დიდ ქალაქებში დამატებით 1 დაწესებულება უნდა გაიხსნას. რაც მთავარია ოჯახის ექიმების გადამზადება და ჩართვა უნდა მოხდეს. ერთი სიტყვით, ეს პროექტი პირველადი ჯანდაცვისკენ უნდა გაფართოვდეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, პროგრამის დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში პაციენტებიდან მკურნალობაზე მოთხოვნა ბევრად მაღალი იყო, ვიდრე მათ შეეძლოთ მომსახურების მიწოდება, ამიტომ მკურნალობაში ჩართვისთვის გარკვეული კრიტერიუმები იყო დაწესებული. მინისტრის განცხადებით, ეს იყვნენ ის პაციენტები, რომლებმაც თავიანთი დაავადების შესახებ იცოდნენ და შორს წასული ფორმები იყო.

”ჩვენი გათვლებით დარჩენილია 100 000 ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ ეს დაავადება აქვს. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც საინფორმაციო კამპანიას, რომელიც პერიოდულად მიმდინარეობს, ასევე სკრინინგ კვლევებს. ეს არის მარტივი ტიპის კვლევა, რომელიც პაციენტისთვის უფასოა“, – განაცხადა მინისტრმა.

დავით სერგეენკოს თქმით, სკრინინგ პროგრამებით მილიონნახევარი ადამიანი მოიცვეს, თუმცა სამიზნე რაოდენობა ორმილიონნახევარს შეადგენს. მკურნალობა 48 000–მდე ადამიანმა გაიარა, ან ამ მომენტისთვის მიმდინარეობს, რომელთაგან 38 000–ზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

იუსტიციის სახლები შეფერხებით მუშაობენ

29 მარტი, 2024 , 16:43

იუსტიციის სახლის ფილიალები შეფერხებით მუშაობენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიზეზი იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზია.  უწყების ცნობითვე, შეფერხების აღ

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

29 მარტი, 2024 , 14:05

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. მათივე განმ

ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურე

საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:40

გარემოს ეროვნული სააგენტო 30-31 მარტს და პირველ აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტ

მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

29 მარტი, 2024 , 12:02

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდ

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი