უკან

რეგიონები

26 ივლისი, 2017 13:40
font-size

„დარეგისტრირდი და გახდი მესაკუთრე“ - დაბა მანგლისში მიწის რეგისტრაციის ფორუმი გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის შესახებ ინფორმირებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდის მიზნით, 25 ივლისს, დაბა მანგლისში მიწის რეგისტრაციის ფორუმი გაიმართა. შეხვედრაზე ადგილობრივ მოსახლეობას კერძო, საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საპილოტო პროექტში ჩართვის შედეგად მიღებული სარგებელი დეტალურად გააცნეს.

ფორუმი საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ გახსნა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, მიწით მოსარგებლეებსა და მართლზომიერ მფლობელებს მანგლისში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის დაწყება აცნობა.

უწყების განმარტებით, საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპია და წინასწარ შერჩეულ 12 დასახლებაში სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, ყველა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას გულისხმობს.

დაბა მანგლისი პირველია იმ დასახლებათაგან, რომელიც საპილოტო პროექტისთვის გეოგრაფიული მრავალფეროვნების გათვალისწინებით იქნა შერჩეული. პროექტის ფარგლებში, რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა პროცედურას საჯარო რეესტრი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების, მედიატორების, კონტრაქტორი კომპანიისა და რეგიონული ფასილიტატორების დახმარებით, მოქალაქის ნაცვლად, თავად ახორციელებს .

მანგლისის ცენტრალურ პარკში სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში მოსახლეობას სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტთან მიმართებაში საკუთარი პროგრამები და საქმიანობები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ირიგაციის პროექტის კომპონენტის, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, გარემოს დაცვის სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, პროექტის: „აწარმოე საქართველოში“, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააცნეს.

ფორუმზე მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტთან დაკავშირებით განიხილებოდა შემდეგი საკითხები: მიწის რესურსების გამოყენება, ადგილობრივი საწარმოების, კოოპერატივების, საბაღე მეურნეობების, ფერმერული მეურნეობების დაარსება და მაღალმთიან რეგიონებისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო მხარდაჭერა/ შეღავათები, ადგილობრივი საგრანტო პროგრამები, მუნიციპალური სერვისები და სხვ.

„დაბა მანგლისში მცხოვრებ მოსახლეობასთან სრულფასოვანი კომუნიკაცია ხელს შეუწყობს როგორც პროექტით დაინტერესებასა და მაქსიმალურ ჩართულობას, ისე ფორუმის ორგანიზატორებსა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს შორის დიალოგის გამართვას. ჩვენი მიზანია საპილოტო პროექტი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს, ხოლო რეგისტრაციის პროცედურები ყველა მოქალაქისთვის იყოს მარტივი და მკაფიო. ... ამ ფორუმით მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ იაქტიურონ, დაირეგისტრირონ საკუთრება, რაც შესაძლებლობას მისცემს უძრავი ქონება უფრო პროდუქტიულად გამოიყენონ, დადონ სხვადასხვა ქონებრივი გარიგება და გაიუმჯობესონ ეკონომიკური მდგომარეობა“– განაცხადა საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

მანგლისის ფორუმის საორგანიზაციო საკითხების უზრუნველსაყოფად, მოხალისეთა მობილიზებისთვის დამატებითი აქტივობაც იყო გათვალისწინებული. „გახდი საპილოტო პროექტის მოხალისე!“ – აქტივობის აპლიკანტებს ფორუმის დასასრულს სპეციალური სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი