უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 ივლისი, 2019 15:25
font-size

“დარღვევები არის საკმაოდ სერიოზული და ეს უკავშირდება ნეპოტიზმსა და კონკრეტული ჩინჩალაძის მაფიის ინტერესებს” - ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის შეჩერებას და კონკურსის თავიდან გამოცხადებას ითხოვენ. მათი განცხადებით, საუბარია 50-კაციანი სიის შედგენის დროს, ნეპოტიზმსა და სავარაუდო გარიგებებზე საბჭოს ზოგიერთ წევრს შორის.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი შეწყდეს, რადგან აკუმულირებულია უამრავი დარღვევა და ამ დარღვევების შედეგად შერჩეული მოსამართლეები მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებენ, ვერ გააძლიერებენ უზენაეს სასამართლოს. საბჭო უარს ეუბნება მოსახლეობას გადასცეს ინფორმაცია კანდიდატების შესახებ. ამასთან დაკავშირებით ცალკე რეკომენდაციით მიმართა სახალხო დამცველმა საბჭოს . მიუხედავად იმისა, რომ ეს არის კონტიტუციის, ორგანული კანონის მოთხოვნა, იუსტიციის საბჭო არ აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას, თუ ვის სურს იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

მეორე სერიოზული დარღვევა არის ის შესაძლო გარიგებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა 50 კაციანი სიის შედგენისას. სახალხო დამცველის კვლევის შედეგად ჩანს, რომ ეს დამთხვევები ბადებს კითხვებს. ჩანს სერიოზული დამთხვევები 10 ბიულეტენში. ჩანს, რომ ადგილი ჰქონდა შესაძლო გარიგებებს იუსტიციის საბჭოს უმრავლესობაში, რის შედეგადაც, მოხდა სიის ფორმირება ანუ საბჭოს წევრები არ იღებდნენ გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად, არამედ როგორც სახალხო დამცველი მიუთითებს ადგილი ჰქონდა წინასწარ შესაძლო შეთანხმებას სიასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ნაზი ჯანეზაშვილს მიაჩნია, რომ დღეს არსებული დარღვევებიდან გამომდინარე, აუცილებელია შერჩევის პროცესის შეწყვეტა.

„დღეს არსებული დარღვევებიდან გამომდინარე სამწუხაროდ, ჩვენ მივედით იმ ეტაპზე, რომ ვითხოვთ შერჩევის ეტაპის შეწყვეტას. დარღვევები არის საკმაოდ სერიოზული და ეს უკავშირდება ნეპოტიზმსა და კონკრეტული ჩინჩალაძის მაფიის ინტერესებს. კონკურსში მონაწილეობენ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების თამარ ონიანის და ორაკლი შენგელიას ნათესავები. ერთ შემთხვევაში ეს არის მაზლი და მეორე შემთხვევაში ცოლის ძმა. ეს მიუღებელია. წარმოუდგენელია კონსტიტუციურ ორგანოში ხდებოდეს ასეთი რამ, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები არჩევანს აკეთებდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობდნენ იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომელიც მათი ნათესავია. ასევე, წარმოუდგენელია საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის ქცევა მთელი ამ ხნის განმავლობაში. იგი არ ჩამოშორებულა საბჭოს საქმიანობას, ის არის ხელმძღვანელი იმ აპარატის, რომელიც აგროვებს მასზე ინფორმაციას და რომელმაც უარი თქვა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე“, - განაცხადა ჯანზეზაშვილმა

`ბიძინა და საპატრიარქო მიზანმიმართულად კლავს პატიოსან მოძღვარს`- დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას მართავს

15 ოქტომბერი, 2019 , 18:28

 ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე საპროტესტო პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეების გან

ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საგრანტო პროექტები განიხილა

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა. „მნიშვნელოვანია FAO-ს მხარდაჭ

შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიურ კონფერენციასა და ტექნოლოგიურ გამოფენას მასპინძლობს

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

16-17 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი ჰოტელში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ეგიდით, საგადასახადო კანონ

ხაშურის სამშობიარო სახლში დედა და ჩვილი გარდაიცვალნენ

15 ოქტომბერი, 2019 , 17:35

დღეს გამთენიისას სამშობიარო სახლში 40 წლის ინგა კაკიაშვილი გარდაიცვალა. სურამში მცხოვრები ინგა კაკიაშვილი მეხუთე შვილს აჩენდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გარდაცვლილის დედის, ლია კაკიაშვილის თქმით, მისი შვილი კლინი

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა

15 ოქტომბერი, 2019 , 16:20

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა

უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შემუშავდება ეროვნული სტრატეგია - ზაზა გაბუნია

15 ოქტომბერი, 2019 , 15:25

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, 10 ოქტომბერს, უსახლკაროთა საერთაშორისო დღეს რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა მიიღო გადაწყ