უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 ოქტომბერი, 2020 14:20
font-size

დარღვევები თბილისსა და რეგიონებში - ხმების დაცვის შტაბში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა

ამომრჩევლის მოსყიდვა, ზეწოლა, უზუსტობები სიებში, უფსკერო ყუთები და არასრული ბიულეტინები – ბათუმის, კრწანისის, სვანეთის, საბურთალოს და ისნის საარჩევნო ოლქებში.

ხმების დაცვის ოპოზიციური შტაბის წარმომადგენელმა, პაატა დავითაიამ, საარჩევნო დარღვევებზე სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

დავითაიას თქმით, მათ დარღვევების მტკიცებულებებიც აქვთ.

" ბათუმში მოხდა სისხლის სამართლის დანაშაული, ხდება ფულის გაცემა კონვერტების გზით, ეს ხდება ასევე კრწანისში, მტკიცებულება ამ ეტაპზე გვაქვს ბათუმის კადრების. მთელ რეგიონში ხდება თანხმების გაცემა.

ზემო სვანეთში - წარმომადგენლები დგანან საარჩევნო კაბინასთან და აკონტროლებენ ხმის მიცემას, რაც ყოვლად დაუშვებელია. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მნიშნველოვანი დარღვევა არის 25-ე უბანზე კრწანისში, სადაც ხელმოწერები და გაცემული ბიულეტინები არ ემთხვევა ერთმანეთს. ეს იძლევა მანიპულაციის საშუალებას.

საბურთალოს ოლქში საარჩევნო ყუთს არ ჰქონდა ფსკერი, სად იყრებოდა კონვერტები კაცისშვილმა არ იცის, კონტროლი დაკარგულია. ხევენ საარჩევნო სიას, ისანში ცდილობდნენ 2 ნომერი ევროპული საქართველოსი მოეხიათ, რომ 2 ნომერი არ შემოეხაზათ. ხდება ბიულეტინების გატანა უბნებიდან. " –აცხადებს "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარემ, პაატა დავითაია.

თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს გრანტის სახით ახალი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გადასცა

27 ნოემბერი, 2020 , 16:56

სამხედრო-საინჟინრო და ლოჯისტიკის მიმართულებების განვითარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ერთეული მრავალფუნქციური, დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი (Backhoe loader) და 35 ავტობუსი (BMC-ს მარკის Neocity-ის ტიპ

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება

27 ნოემბერი, 2020 , 16:10

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება. როგორც კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული მიზნისთვის დედაქალაქის მთავრობა ნახევარ მილიონ ლარს გამო

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების აღსრულების კონტროლსა და მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალ პაკეტებზე იმსჯელა

27 ნოემბერი, 2020 , 16:10

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალ პაკეტებსა და იმ შეზღუდვების აღსრულების კონტროლზე იმსჯელა, რომლებიც 28 ნოემბრის

ანა დოლიძის შეთავაზება ოპოზიციას პარტიულ დაფინანსებასთან დაკავშირებით - გააკეთეთ პანდემიით დაზარალებულთათვის ფონდი

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სოციალური ქსელით იმ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, რომლებმაც 2020 საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებმაც უარი თქვეს ბიუჯეტიდან კუთვნილი დაფინანსების მიღე

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება - ლევან დავითაშვილი

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას თავიდან აგვაცილებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ს

ხელისუფლება ყველა კონფესიის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს - მაია ცქიტიშვილი

27 ნოემბერი, 2020 , 14:50

ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი. სწორედ ამის გათვალისწინებით, ძალიან ბევრი სხვა უქმე დღე დაკავშირებულია უშუალოდ მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულებთან, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოსახლეობის