უახლესი ამბები
არქივი
რეგიონები
დარიალის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
მესამე დღეა, დარიალის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული მძიმე ტექნიკა მდინარე თერგის ბუნებრივ კალაპოტში დასაბრუნებლად მუშაობს, რის შემდეგაც, გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. ადგილზე 40-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს.
,,ვფიქრობთ, რომ 2-3 დღეში მოხერხდება მდინარე თერგის ბუნებრივ კალაპოტში დაბრუნება და დაიწყება აქტიური სამუშაოები გზის აღსადგენად“, - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა.
23 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე თერგს კალაპოტი შეუცვალა, მოვარდნილმა წყალმა საავტომობილო გზის თითქმის ერთ კილომეტრიანი მონაკვეთი გაანადგურა. დარიალის ხეობაში სტიქიის განმეორების საფრთხის გამო, ორი დღის მანძილზე მძიმე ტექნიკის შეყვანა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდებოდა.