უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

28 ნოემბერი, 2016 11:55
font-size

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად, ახალი მთავრობით, დავძლევთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს ეკონომიკის წინაშე დგას - გიორგი გახარია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ მთავრობა დაძლევს ყველა იმ პრობლემას, რომელიც დღეს საქართველოს ეკონომიკის წინაშე დგას.

ამის შესახებ გახარიამ ეკონომიკის სამინისტროში მედიას განუცხადა, სადაც იგი თანამშრომლებს მისმა წინამორბედმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა.

გახარიამ მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს და აღნიშნა, რომ მის გუნდში ყოფნა სიამაყის საბაბია.

„ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ვიყო იმ უწყების ხელმძღვანელი, რომლის ხელმძღვანელი იყო ბატონი გიორგი კვირიკაშვილი და შემდეგ ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ეკონომიკა არის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად, ახალი გუნდით, ახალი მთავრობით, დავძლევთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს ჩვენი ეკონომიკის წინაშე დგას“,-განაცხადა გახარიამ.

ამჟამად ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილი დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარიას ხელში, ეკონომიკის სამინისტრო, როგორც მნიშნელოვანი ინსტიტუტი კიდევ უფრო ეფექტური გახდება.

„მინდა წარმატებები ვუსურვო გიორგი გახარაიას ახალ პოსტსზე. ეკონომიკის სამინისტრო, დღეს, არის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი რომელიც არის კარგად გამართული, სწრაფი მოქმედების ინსტიტუტი. ეს არის ინსტიტუტი სადაც გადაწყვეტილებები მიიღება და აღსრულდება. მე ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი გახარიას ხელში ეს ინსტიტუტი კიდევ უფრო ეფექტური გახდება და ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“,-აღნიშნა ქუმსიშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი