უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 ნოემბერი, 2016 16:15
font-size

დარწმუნებული ვარ, ის იქნება ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გელა დუმბაძეს მადლობა მინისტრობის პერიოდში მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებისთვის გადაუხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გელა დუმბაძემ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანის რეფორმები გაატარა მინისტრობის პერიოდში.

„დღეს ჩატარდა დიასპორის ფორუმი, ტექნიკური მიზეზის გამო, სამწუხაროდ ვერ მოვახერხე დასწრება. მინდა, აღვნიშნო, გელა დუმბაძის, ჩვენი მეგობრის და ჩვენი კოლეგის წვლილი ამ მიმართულებით, მან ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები განახორციელა მინისტრობის პერიოდში. რამდენიმე შეიძლება ითქვას. ეს იყო ჩვენი თანამოქალაქეების უფასოდ გადმოსვენება სამშობლოში და სამშობლოს მიწას მიბარება, რაც დიდი შვება იყო ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისთვის”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, გელა დუმბაძემ დიდი წვლილი შეიტანა ლევილის საქართველოსთვის დაბრუნებაში იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან ერთად.

„ეს იყო მართლაც ისტორიული მოვლენა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც საქართველოს დაუბრუნდა ლევილის მამული. ასევე აღსანიშნავია, ათობით შეხვედრა საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებთან სხვადასხვა ქვეყნაში. მე თვითონ მქონია ეს ბედნიერება, რომ ემოცია გაგვეცვალა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომლებიც იმყოფებიან საქართველოსგან ძალიან მოშორებით. უნდა ვთქვა, რომ გელას როლი ამ მიმართულებით იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან პირდაპირ იგრძნობოდა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მობრუნება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იყო ძალიან დიდი დამსახურება მინისტრის. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გელა დუმბაძე საქმიანობას დიპლომატიურ სფეროში გააგრძელებს.

მისივე თქმით, განხორციელდება სტრუქტურული ცვლილება და დიასპორის მიმართულება იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„ეს უმთავრესი მიმართულება, გამომდინარე იქიდან, რომ საგარეო საქმეთა სამინიsტროს აქვს ბუნებრივად ის რესურსი, რომელიც ამ მიმართულებით უნდა დაიხარჯოს და ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაფართოვებთ ამ მიმართულებით საქმიანობას, რათა თითოეული ჩვენი თანამოქალაქე იყოს ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი. ასევე მინდა აღვნიშნო ისეთი მიღწევები, როგორიც იყო მაგალითად თურქეთში ქართული ენის სწავლების დაშვება, რომელიც იყო ნამდვილად ამ სამინისტროს მუშაობის შედეგი. ასე რომ, გელას მინდა წარმატება ვუსურვო, მე დარწმუნებული ვარ, ის იქნება ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

ლევან გოგიჩაიშვილმა პაატა სილაგაძის დარბაზიდან გაძევება ითხოვა

23 ოქტომბერი, 2019 , 15:55

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატმა პაატა სილაგაძემ დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის კითხვებს არ უპასუხა. კერძოდ, ლევან გოგიჩაიშვილმა პაატა სილაგაძე

ორპარტიული მხარდამჭერი აქტი მიუთითებს, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები დღეს უმაღლეს დონეზეა - ირაკლი ჩიქოვანი

23 ოქტომბერი, 2019 , 15:55

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ორპარტიული აქტი კიდევ უფრო მეტად ამყარებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობას, თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და კიბერუსაფრ

ლევან დავითაშვილი მოლდოვის რესპუბლიკის ელჩს, გეორგ ლეუკას შეხვდა

23 ოქტომბერი, 2019 , 15:55

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მოლდოვის რესპუბლიკის ელჩს, გეორგ ლეუკას შეხვდა. შეხვედრაზე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით შესაძლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან დავით

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

23 ოქტომბერი, 2019 , 15:30

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტოკიოში სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს შეხვდა. პრეზიდენტებმა შეხვედრისას ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და სავაჭ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა

23 ოქტომბერი, 2019 , 14:35

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ტიგრან ავინიანნთან. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუ

საგარეო საქმეთა მინისტრისა და ჩინეთის მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა მაღალი შეფასება მისცეს ორი ქვეყნის დინამიურ ურთიერთობას

23 ოქტომბერი, 2019 , 14:35

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან ევრაზიის რეგიონში, ლი ჰუ