უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

3 ივლისი, 2020 12:45
font-size

დარწმუნებული ვარ “მთავარი” არ დაუშვებს მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს - გიორგი გახარია

დარწმუნებული ვარ, დღეს საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო არავის აძლევს შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური ან რაიმე სხვა თვალსაზრისით, რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით გახარიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „სუს-მა „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. მესამე სექტორი, ომბუდსმენის აპარტი და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ფირქრობენ, რომ ეს არის სუს-ის მიერ „მთავარის“ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა“.

გახარიას თქმით, მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ვერავინ ჩაერევა.

„დარწმუნებული ვარ, რომ რა სახის გამოძიებაც არ უნდა დიწყოს საქართველოს რომელიმე საგამოძიებო ორგანომ, “მთავარი” არ დაუშვებს, მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს. ამაში ვარ სრულად დარწმუნებული. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო არავის აძლევს შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური ან რაიმე სხვა თვალსაზრისით, რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს. თუ რაღაც რიტორიკული პასუხისთვის მისვამთ შეკითხვას, ჩემი პასუხი ასეთია – ვერ ჩაერევიან“, – აღნიშნა გიორგი გახარია.

რაც მიხეილ სააკაშვილმა ჰააგაში გააკეთა, პოლიტიკური ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალია - არჩილ თალაკვაძე

8 აგვისტო, 2020 , 15:10

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილის ჰააგაში გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. „ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში აქვს ორი სახე. ერთი – ნამდვილი სახე, როდესაც ის სამხედრო თვითმფრინავი

მავნებლური და უბრალოდ საბოტაჟი - მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნებიდან 16 ტურისტული ჩარტერული რეისი დაბლოკა - გიორგი კანდელაკი

8 აგვისტო, 2020 , 15:10

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნებიდან 16 ტურისტული ჩარტერული ავიარეისი დაბლოკა. "დაუჯერებელი ამბავი: მთავრობამ ლიტვიდან და ესტონეთიდან, ანუ მის მიერვე უს

ღარიბაშვილი „ფორმულას“ და „მთავარ არხს“: თქვენ განაპირობეთ პუტინის შემოსვლა საქართველოში

8 აგვისტო, 2020 , 14:20

ქვეყნის თავდაცვის მინისტრი დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც გმირი ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად მივიდა, "მთავარ არხსა" და ტელეკომპანია "ფორმულას" "პუტინისტები" უწოდა. "რუსული ოკუპაცია განაპირობა თქვენმა ბელადმა..

დღევანდელ დღეს მაინც, ომის თემით სპეკულირება არის არა მხოლოდ არაეთიკური, ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი - გიორგი გახარია

8 აგვისტო, 2020 , 13:00

8 აგვისტოს მაინც, ომის თემით სპეკულირება არის არა მხოლოდ არაეთიკური, ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მუხათგვერდში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუ

`ქართულმა ოცნებამ` ქვეყნის ოკუპაციის საკითხი მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგიდან მოხსნა - ბადრი ჯაფარიძე

8 აგვისტო, 2020 , 12:10

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ოკუპაციის საკითხი მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგიდან მოხსნა. „ჩვე

„ქართულმა ოცნებამ“ გააღატაკა მშობლები, დღეს მათი შვილებზე რაღაც გროშების დარიგებით უნდათ არჩევნების მოგება - მამუკა ხაზარაძე

7 აგვისტო, 2020 , 17:49

ნებისმიერი დახმარება კარგია, თუ ამას აქვს ისეთი ეფექტი, რომ ის არ დაიხარჯება და მეორე დღეს ისევ იმ მდგომარეობაში არ რჩება ადამიანი, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე