უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

9 დეკემბერი, 2016 17:45
font-size

დასანანია, რომ ირაკლი კობახიძემ პირველი პოლიტიკური ნაბიჯი პარტიული, თუ ვიწრო მიდგომებიდან გამომდინარე გადადგა - ფიქრია ჩიხრაძე

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, როგორც ჩანს, მოქმედი ხელისუფლების მიერ შექმნილი კომისია იმავე პრაქტიკით იმუშავებს, როგორც ეს წინა ხელისუფლებების დროს იყო.

ამის შესახებ ჩიხრაძემ საკონსტიტუციო საკითხებზე მომუშავე კომისიის თანათავმჯდომარედ გიორგი მარგველაშვილის არ დანიშვნის კომენტირებისას განაცხადა.

„მთავარი ამოცანა იყო, რომ საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც არის განზრახული, ყოფილიყო მაღალი სანდოობის და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე. აქედან მომდინარეობდა პრეზიდენტის შეთავაზება ამ პროცესთან დაკავშირებით. ძალიან დასანანია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მმართველმა გუნდმა მიიღო და დღეს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, იმ კითხვის ნიშნებს კიდევ უფრო აჩენს, იმ ეჭვს, რომელიც აქამდეც არსებობდა საკონსტიტუციო პროცესისადმი, უფრო აღრმავებს და ის პრაქტიკა, რომელიც არსებობდა მანამდე, წინა ხელისუფლებების პერიოდში, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, იმავე პრაქტიკით გაგრძელდება ეს საქმიანობა“,-განაცხადა ჩიხრაძემ.

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, დასანანია, რომ ირაკლი კობახიძემ პირველი პოლიტიკური ნაბიჯი პარტიული, თუ ვიწრო მიდგომებიდან გამომდინარე გადადგა.

„ძალიან დასანანია,ამავე დროს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, ახალგაზრდა პოლიტიკოსმა, პირველი სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა არა ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, არამედ საკმაოდ ვიწრო, პარტიული, თუ ფორმალისტული მიდგომებიდან გამომდინარე“,-აღნიშნა ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ საკონსტიტუციო საკითხებზე მომუშავე კომისიის მეტი გამჭვირვალეობისთვის კარგი იქნება, თუ კომისიის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეებად პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე იქნაბოდნენ არჩეული.

დღეს კი გახდა ცნობილი, რომ კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა.

შესაბამისი განცხადება, პრესკონფერენციაზე თავად პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

მონიკა დავლიანიძე

კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე სახალხო დამცველის დადუმების მცდელობა გამოიკვეთა - თამარ ჩუგოშვილი

22 იანვარი, 2020 , 16:50

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, საკომიტეტო მოსმენის დროს, გუშინ გამოჩნდა მცდელობა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტს შეზღუდვები დაუწესდეს. „ჩემთვის გუშინ გამოჩნდა მცდელობა იმისა, რომ ს

პრორუსული `ოცნებისგან` ისიც მოსალოდნელია, ჩვენი ისტორიის ეს ნაკვალევიც გადაშალონ -ზურაბ ჭიაბერაშვილი

22 იანვარი, 2020 , 16:30

პარლამენტის წინ მერიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას ზურაბ ჭიაბერაშვილი ფეისბუქით ეხმაურება: "როდესაც პარლამენტის წინა სივრცის რეკონსტრუქცია გაკეთდა და 9 აპრილის მემორიალი დაიდგა, ახლად დაგებულ ფილებს შორის შე

კარვებიც დაიდგმება და ბანერიც დაიდგმება და ჩემი პროტესტი გაგრძელდება, სანამ ამათ არ დავამთავრებ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

22 იანვარი, 2020 , 14:00

პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ პარლამენტის შენობის წინ, ჯებირების აღმართვის მიუხედავად, ის პროტესტს აღნიშნულ ადგილზე მაინც გააგრძელებს.  “ჯებირი კი არა ამათ ჩინური კე

სახალხო დამცველის ფუნქციაა ის, მოქალაქეები დაიცვან გავლენიანი და მაღალი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის, იუსტიციის მინისტრისგანაც - ნინო ლომჯარია

21 იანვარი, 2020 , 16:25

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გ განცხადებას, რომ ის არ არის მისი ან ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი. „სახალხო დამცველის ფუნქციაა ის, რომ ადამიანები, მოქალაქეები დაიცვან

თეა წულუკიანის წარდგენილ ვიდეოში უკანონო ვერაფერი დავინახე, პირიქით, სერიოზული კითხვები არის ვიდეოს მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებაზე -ნინო ლომჯარია

21 იანვარი, 2020 , 16:25

ვიდეოზე, რომელიც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წარადგინა, უკანონო ვერაფერი დავინახე, პირიქით, მიმაჩნია, რომ სერიოზული კითხვები არის ვიდეოს მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით, – ამის შესახე

მოგიწოდებთ, მითხარით ამ ე.წ. მეჩაიე, თუ მეყავე მაყურებლის გვარი და სახელი, რომ ის დაისაჯოს - წულუკიანი ვიდეო მასალას ავრცელებს

21 იანვარი, 2020 , 16:00

თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა კომიტეტზე ვიდეო წარადგინა, სადაც ჩანს, როგორ იქცევა ომბუდსმენის წარმომადგენელი საკანში მონიტორინგისას: იუსტიციის მინისტრმა ამ ფორმით სახალხო დამცველის ანგარიშის იმ ნაწილს უპასუხა, სადაც

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`