უახლესი ამბები
- 12.11.2025 21:27კახა კალაძემ მოქალაქეებთან ყოველკვირეული შეხვედრები დაიწყო
- 12.11.2025 20:57დასაქმებულთა ზრდამ და უმუშევრობის შემცირებამ გამოიწვია ის, რომ ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის მოცულობა ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია - ფინანსთა მინისტრი
- 12.11.2025 19:06საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ნაკრების წევრებს უმასპინძლა
- 12.11.2025 16:42ჩვენ ვთხოვდით ხელისუფლებას, რომ კურსი შეეცვალა - პაველ ჰერჩინსკი
- 12.11.2025 16:36სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 4.1 მილიონი ლარი შესწირეს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
- 12.11.2025 15:51სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა
- 12.11.2025 15:40ივანიშვილი უხერგავს გზას საქართველოს ევროპაში და ცდილობს თავისი ქმედებებით ქართველი ხალხი დაისაჯოს - ირაკლი ფავლენიშვილი
- 12.11.2025 15:05გალტ & თაგარტის გუნდის წევრებმა ენერგეტიკის ფორუმზე გამოცდილება გააზიარეს
- 12.11.2025 15:00თბილისში იტალიური დიზაინისა და პრემიუმ ხარისხის მულტიბრენდული მაღაზია Principe გაიხსნა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 12.11.2025 14:52სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
არქივი
პოლიტიკა
დასაქმებულთა ზრდამ და უმუშევრობის შემცირებამ გამოიწვია ის, რომ ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის მოცულობა ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია - ფინანსთა მინისტრი
დასაქმებულთა ზრდამ და უმუშევრობის შემცირებამ გამოიწვია ის, რომ ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის მოცულობა ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
მისი თქმით, ბოლო ოთხ წელიწადში, უმუშევრობის მაჩვენებელი 21%-დან შემცირდა 14%-მდე, ასევე გაიზარდა ხელფასების ოდენობა კერძო სექტორში, გაცილებით უფრო მეტად ვიდრე საჯარო სექტორში.
„რეალურად, საჯარო სექტორში ხელფასების მოწესრიგების ფორმულა, რაც დღეს უკვე ასახულია საქართველოს კანონმდებლობაში, მუშაობს შემდეგნაირად, რომ ხელფასის ოდენობა, რომელიც საჯარო სექტორშია, უნდა იყოს გარკვეული პროცენტულობით კერძო სექტორთან მიმართებით. აქ არაა საუბარი იმაზე, რომ საჯარო სექტორში ოდესმე უნდა იყოს უფრო მაღალი ხელფასები, ვიდრე კერძო სექტორში. ბუნებრივია, ეს არ არის და ვერც იქნება. უბრალოდ, როდესაც ამ რეფორმას ვიწყებდით, ქვეყანაში იყო პერიოდი, როცა საჯარო სექტორში ხელფასების ოდენობა ზოგ შემთხვევაში 60%-ზე დაბლი იყო. შესაბამისად, ამ პირობებში, კვალიფიციური კადრების შენარჩუნების შესაძლებლობა საჯარო სექტორს ფაქტობრივად არ ექნებოდა. ასევე, იყო ძალიან მაღალი რისკი, გაუარესებულიყო ისეთი სერვისების მიწოდების ხარისხი, რასაც საჯარო სექტორი აწვდის ჩვენს მოსახლეობას. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი მეტწილად აღმოფხვრილია, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ხელფასების ნაწილი კერძო სექტორში გაცილებით მეტი პროცენტულობით იზრდება, ვიდრე საჯარო სექტორში და ბევრად მაღალია ვიდრე 10%-ანი ზრდები. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ხელფასებისა და დასაქმებულთა გაზრდამ, ასევე უმუშევრობის შემცირებამ, გამოიწვია ის, რომ საშემოსავლო გადასახადის ზრდა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ნომინალურ გამოხატულებაში ჩვენს ბიუჯეტში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ ვთხოვდით ხელისუფლებას, რომ კურსი შეეცვალა - პაველ ჰერჩინსკი
12 ნოემბერი, 2025 , 16:42
სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 4.1 მილიონი ლარი შესწირეს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
12 ნოემბერი, 2025 , 16:36
ივანიშვილი უხერგავს გზას საქართველოს ევროპაში და ცდილობს თავისი ქმედებებით ქართველი ხალხი დაისაჯოს - ირაკლი ფავლენიშვილი
12 ნოემბერი, 2025 , 15:40
საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია - ირაკლი კობახიძე
12 ნოემბერი, 2025 , 15:11
დღეს, საერთაშორისო ასპარეზზე ხმამაღლა უნდა ისმოდეს ქართველი დიპლომატების ხმა, რომ საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს, იცხოვროს თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოში - მიხეილ ყაველაშვილი
12 ნოემბერი, 2025 , 14:43
2026 წელს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 800,0 მლნ ლარზე მეტით - ფინანსთა მინისტრი
12 ნოემბერი, 2025 , 13:40

