უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

15 ნოემბერი, 2018 16:00
font-size

დასავლეთ საქართველოში ფუტკრის ოჯახების განადგურება კრაზანას თავდასხმით არის გამოწვეული - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეფუტკეებმა და ენტომოლოგებმა დასავლეთ საქართველოში ფუტკრის ოჯახების განადგურების მიზეზები ადგილზე შეისწვალეს. ფუტკრის ოჯახების შემოწმების შედეგად დადგინა, რომ მათი განადგურება დიდი რაოდენობით გარეული კრაზანას (Vespula Vulgaris) შემოსევით არის გამოწვეული. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა მეფუტკრეებს სამკურნალო პრეპარატების და ბიოლოგიიურო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიაწოდეს. კრაზა სერიოზულ ზიანს აყენებს ფუტკრის ოჯახებს, ესხმის სკას, კლავს ფუტკარს და იპარავს თაფლს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, სპეციალისტები მეფუკრეებს ურჩევენ ფუტკრის ოჯახების დასაცავად გამოიყენონ მოსატყუებელი ხაფანგი, თუ საფუტკრეზე უკვე მოხდა კრაზანას მასობრივი თავდასხმა, სკის შესასვლელი ნაწილი შეიწამლოს სხვადასხვა ქიმიური აეროზოლით ან სინთეზური (ალპაკი, ალპგორი, აქტარი, აცე, ბესტ-ალფა, ბინგი, ბოქსი, ბრენდ დ-550, დეპისი და სხვა) ნარევებით, ასევე მოხდეს კრაზანების ბუდეების მოშლა ან გამოწვა;

სპეციალისტების განცხადებით, აუცილებელია სკებიდან 250 მეტრის დიამეტრზე მიწის დათვალიერება, რადგან კრაზანამ ბუდე შესაძლოა მიწაში გაიკეთოს, ბუდის აღმოჩენის შემთხვევაში კი მოხდეს ინსექტიციდით შესხურება.

სპეციალისტები მეფუტკრეებს ბრძოლის ეფექტურ და მარტივ მეთოდს ურჩევენ, რომელიც ყველა მეფუტკრეს შეუძლია გამოიყენოს: ბოთლის სახურავი იხვრიტება 2,5-3 მმ-ზე, ვასხამთ 20-30 გრამ ოდნავ ამჟავებულ ტკბილ სიროფს (ამჟავებულ სიროფს ფუტკარი არ ეტანება) და ვდებთ სკების სიახლოვეს, კრაზანა ძვრება ბოთლში და უკან ვეღარ ამოდის. ასევე კრაზანას მისატყუებლად, იგივე პრინციპით შესაძლოა გამოვიყენოთ 0,5 ლიტრ ლუდში გახსნილი 1-2 კოვზი თაფლი.

სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობა დაზიანებული გზის საფარის აღდგენას ითხოვს

23 თებერვალი, 2019 , 14:17

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა. ისინი დაზიანებული გზის საფარის აღდგენას ითხოვენ. საუბარია სამი სოფლის - ობუჯი-ჯიხაშკარი-წალენჯიხის გზის ექვსკილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც ორ

ჩხოროწყუში ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა

23 თებერვალი, 2019 , 12:55

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეგარხარეში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 35 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს

ზუგდიდის ყინულის სახლი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა

22 თებერვალი, 2019 , 21:54

ზუგდიდის ყინულის სახლი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ გახსნეს. გახსნის ცერემონიალს საქართველოს ფ

ფოთის მერის მოადგილეებმა სახელფასო დანამატები უნდა დააბრუნონ - აუდიტის სამსახური

22 თებერვალი, 2019 , 21:45

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ხარჯები შეამოწმა. შესაბამისობის აუდიტით გამოვლინდა, რომ ფოთის მერის მოადგილეებზე დანამატები კანონდარღვევით გაიცა. საუბარია ჯამში 13 700 ლარზე. კერძოდ, 2

სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონის სოფლის რწმუნებულებს თხილის დაცვის პროგრამა გააცნო

21 თებერვალი, 2019 , 14:20

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი თოდუასთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტებში მერის წარმომადგენლებს „თხ

2018-2023 წლებში 227 კმ. ახალი ჩქარსნული მაგისტრალის მშენებლობაა დაგეგმილი

20 თებერვალი, 2019 , 14:00

“მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროეცესზე ისაუბრა. როგორც მინსიტრმა

ვიდეო გალერეა

მოსამართლეები ხელისუფლების სამსახურში