უკან

რეგიონები

10 აგვისტო, 2017 14:59
font-size

დასავლეთ საქართველოში საკარანტინო მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება

სურსათის ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოში მცენარეთა საკარანტინო მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. აზიური ფაროსანას და სხვა მავნებლების საწინააღმდეგოდ ფართობების დაამუშავება 30 000 ჰექტარზეა დაგეგმილი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზების მიზნით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და ფერმერებს შეხვდნენ.

„აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში დაახლოებით 53 ათას ჰექტარზე გაშენებული თხილის ბაღები შეიწამლა, რამაც მავნებლის პოპულაცია მნიშვნელოვნად შეამცირა. პარალელურად მიმდინარეობს სხვა მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებები. თხილის ბაღების მიმდებარე ფართობებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები თერმული ნისლის გამოყენებით დაამუშავებენ. ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმა და მიმდინარე კვირიდან ხორციელდება", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (ღEAP) მხარდაჭერით ატარებს.

გარდაბნის სარწყავი სიტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

16 დეკემბერი, 2017 , 17:25

გარდაბნის მუნიციპალიტეტში რწყვის რეჟიმის გაუმჯობესების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. გამანაწილებლის აღდგენითი სამუშაოების ფა

აჭარაში რაგბის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

16 დეკემბერი, 2017 , 17:25

დღეს, ბათუმის რაგბის სტადიონზე აჭარაში სარაგბო კლუბის დაარსების 27 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებში ვეტერანმა რაგბისტებმა ამხანაგური თამაში გამართეს. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზ

ოზურგეთს სიმღერისა და გალობის მუზეუმი ექნება

16 დეკემბერი, 2017 , 13:20

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მაკვანეთში არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერისა და გალობის მუზეუმის მშენებლობა დაწყებულია. ახალ მუზეუმში ყველა პირობა იქნება შექმნილი ძველი სიმღერების, ფონოგრამებისა და საგალობლების და

წარმომადგენლობითი ხარჯები მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებებს მოხმარდა - ბესიკ ლილუაშვილი

15 დეკემბერი, 2017 , 14:30

აჭარის მთავრობის აპარატის ბიუჯეტით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი ხარჯები მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებებს მოხმარდა , - აცხადებენ აჭარის მთავრობაში. ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს დღეს აჭარის მთავრობის აპარა

ზურაბ პატარაძემ „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან ერთად ბიუჯეტის ფულით არჩევნებში გამარჯვება აღნიშნა - ლაშა ადამია

15 დეკემბერი, 2017 , 14:30

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრის, ლაშა ადამიას ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, ზურაბ პატარაძემ სარესტორნო მომსახურებაში 100 ათას ლარზე მეტი მეგობრებსა

ბათუმში ქალი ფანჯრის წმენდისას აივნიდან გადმოვარდა

15 დეკემბერი, 2017 , 11:30

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან 50 წლამდე ქალი გადმოვარდა და დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქალი ფანჯარას ასუფთავებდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის