უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

17 ოქტომბერი, 2017 14:30
font-size

დასავლეთ საქართველოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

სტიქიის ზონებში სალიკვიდაციო სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი შესაბამისი სამსახურების მიერ, მთელი ღამის განმავლობაში, კოორდინირებულად ხორციელდებოდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად პრობლემები შეიქმნა აჭარის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში. უხვი ნალექის გამო, ხულოს, ხელვაჩაურისა და ქედის რაიონების სოფლებში მეწყერი ჩამოწვა . გააქტიურებული მეწყერული პროცესების გამო აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან ჯამში 25ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა გახდა საჭირო.

შუახევში მეწყერის შედეგად ადიდებულმა მდინარემ წყალსაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში 6 მ სიგრძის ბეტონის ხიდი დაშალა. მეწყერი ჩამოვიდა ცენტრალურ გზაზე, რომლებიც ამჟამად ჩაკეტილია და ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს. ჩაკეტილია გზები სოფელ წყაროთაში და სოფელ კობალთაში. ქარმა დააზიანა მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები. ელექტროხაზების დაზიანების გამო ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება შუბნის ამდინისტრაციული ერთეულების სოფლებს.

ბათუმში მოსული უხვი ნალექისა და ქარის შედეგად უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს. რამდენიმე საცხოვრებელ სახლს დაუზიანდა სახლის სახურავი.

ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ქობულეთში 500-მდე აბონენტს, ზემო აჭარაში 300-მდე აბონენტს. ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მიერ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. შეუფერხებლად გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. წყალმომარაგება აღდგენილია ყველგან, გარდა ჩაქვისა და ჩაისუბნის ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებისა.

აჭარის რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში 60 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ჩაატარდა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. ყველა მიმართულებით იწმინდება სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

გურიის რეგიონში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე სუფსის ადიდებამ სოფელი ზოტი გარესამყაროს მოწყვიტა. ამ დორისთვის ადგილზე იმყოფება მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები იმერეთის რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი ტერიტორიებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. მობილიზებული იყო 100 მაშველი და 16 ერთეული მძიმე ტექნიკა. ამ დროისთვის, ყველა სტრატეგიულ შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე (საავადმყოფოები, სკოლები, პარლამენტის შენობა, იუსტიციის სახლი და ა.შ.) სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია. მიმდინარეობს წყლის ამოღება ადგილობრივი მოსახლეობის დატბორილი საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან და პირველი სართულებიდან. ამ დრომდე, ქალაქ ქუთაისში უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების

ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-დან 800-მდე შეტყობინება შემოვიდა. იმერეთის რეგიონში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების უმოკლეს დროში დასრულების მიზნით, იმერეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად, მობილიზებულია და სრული დატვირთვით მუშაობს დამატებითი ძალები სამეგრელოდან და რაჭა-ლეჩხუმიდან. ამ წუთებში, იმერეთში, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ვითარება სტაბილურია.

იმერეთსა და გურიის რეგიონებში ელექტორენერგიის მიწოდება მოსახლეობის უმეტეს ნაწილს აღუდგა. გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება, რათა ყველა მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა უმოკლეს ვადაში აღდგეს.

რეგიონებში შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბები და ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს მიყენებული ზარალის დათვლა. სტიქიის ადგილას იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამუშაოებს კოორდინაციას უწევენ.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ცენტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. ძლიერი თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო ერთ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ფშაველი–აბანო–ომალოს და კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის ერთ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ასევე , აკრძალვებია ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის და ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე დაწესებულია აკრძალვები ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ზესტაფონი-კიცხი ხარაგაულის საავტომობილო გზაზე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 ოქტომბერს, დღის ბოლომდე დასავლეთ საქართვლოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 ოქტომბერს მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში. დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +16, +21, ხოლო 19 ოქტომბრიდან +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს.

ხულოში ძლიერი ხანძარის შედეგად 19 წლის გოგონა და მამაკაცი დაიღუპა

19 ოქტომბერი, 2018 , 17:45

ხულოში, ღორჯომის თემში, ძლიერ ხანძარის შედეგად 19 წლის გოგონა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ორ საცხოვრებელ სახლს ერთდროულად გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტ

მესტიაში სვანეთი ჰიდროს მხარდაჭერით საგანმანათლებლო პლატფორმის, ხანის აკადემიის პრეზენტაციები ჩატარდა

19 ოქტომბერი, 2018 , 14:50

კომპანია სვანეთი ჰიდროს მხარდაჭერით მესტიის სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის მსოფლიოში წამყვანი ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმის, ხანის აკადემიის (Khan Academy) გასაცნობი პრეზენტაციები ჩატარდა. „ხანის

იუსტიციის მინისტრმა ახალქალაქში რიგით მეოცე იუსტიციის სახლი გახსნა

19 ოქტომბერი, 2018 , 13:00

იუსტიციის მინისტრმა ახალქალაქში რიგით მეოცე იუსტიციის სახლი გახსნა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში სტუმრადა მყოფი სომხეთის იუსტიციის მინისტრი, რომელიც გახსნაზე თეა წულუკიანმა პირადად მოიწვია, რათა უკეთ გასცნო

ფიზიკური დატვირთვის შემდეგ წყლის დიდი რაოდენობით მიღება მოსწავლეთა ინტოქსიკაციის მიზეზი ვერ გახდებოდა - ექიმი

18 ოქტომბერი, 2018 , 17:45

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ბავშვთა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის მთავარი ექიმის, ნანა გიორგაძის განცხადებით, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ წყლის დიდი რაოდენობით მიღება მოსწავლეთა ინტოქსიკაციის მიზეზი ვე

ქუთაისის საჯარო სკოლაში 7 მოსწავლე მოიწამლა

18 ოქტომბერი, 2018 , 17:30

ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლაში 7 მოსწავლე მოიწამლა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. გავრცელებული ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი გაზის გაჟონვა ან სას

ეროვნული სანავიგაციო პროექტის საველე-აღწერითი სამუშაოები საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში დასრულდა

18 ოქტომბერი, 2018 , 16:45

ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის საველე ოპერატორებმა ქალაქისა და დაბის სტატუსის მქონე ყველა დასახლებულ პუნქტში სანავიგაციო მონაცემების აღწერა დაასრულეს. ქვეყნის მ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`