უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
არქივი
რეგიონები
დაშავებული მეშახტეებიდან ორს საავადმყოფოდან სავარაუდოდ დღეს გაწერენ
ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი მეშახტიდან ორს სავარაუდოდ, ექიმები სახლში წასვლის უფლებას დღეს მისცემენ. მედისკოების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
რაც შეეხება მესამე დაშავებულს, ის ამ დრომდე ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მას სხვადსხვა სახის ტრავმა ძირითადად თავის არეში აქვს მიყენებული.
ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს.