უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 სექტემბერი, 2017 14:20
font-size

დაშავებული სამხედროები „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობისთვის ემზადებიან

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროები „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობისთვის ემზადებიან.

თვადცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, ქართველი სამხედროების ერთ-ერთ ვარჯიშს „ფონდი არველაძის“ წარმომადგენლები და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე დაესწრნენ. ტურნირის მონაწილე სპორტსმენების გამხნევების მიზნით, ფონდის დამფუძნებელმა რევაზ არველაძემ მათ საჩუქრად სპორტული ეკიპირება გადასცა.

„ძლიერთა თამაშები“ კანადაში, ქალაქ ტორონტოში 23-30 სექტემბერს გაიმართება. ტურნირისთვის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული 15-კაციანი ნაკრები ინტენსიურ მომზადებას გადის. საერთაშორისო ასპარეზობისთვის, ისინი მჯდომარე ფრენბურთში, მშვილდის სროლაში, ცურვაში, ველორბოლაში და წოლჭიმში გადიან მომზადებას. კანადაში სამხედრო მოსამსახურეების 15 ოჯახის წევრი სპეციალური პროგრამით გაემგზავრება.

ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა. „ძლიერთა თამაშებში“ ქართველი სამხედროები უკვე მესამედ მონაწილეობენ.

ამირან გამყრელიძე - კლასტერებიდან გადავდივართ ვირუსის საყოველთაო გავრცელებაზე

13 აპრილი, 2021 , 16:40

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესება პროგნოზირებადი იყო. მისივე თქმით, ყველა რეგიონში ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მომატებულია. გამყრ

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

13 აპრილი, 2021 , 13:34

2021 წლის 13 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღ

სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი

13 აპრილი, 2021 , 12:07

რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება თემურ შაშიაშვილი. „გულისწყვეტით ვამბობ, რომ რიონის ხეობაში ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით, გუშინ განვითარებული მოვლენები აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ხელისუფლების, განს

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება

13 აპრილი, 2021 , 11:13

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანის თვე იწყება. ერთი თვის განმავლობაში მუსლიმები მარხვას ინახავენ. რამადანის თვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე ქველმოქმედებაა. მუსლიმებს რამადანის დაწყება მიულოცა საქართველოს მუფთმა, ადამ

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116

13 აპრილი, 2021 , 10:59

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „შტოპცოვ.გე-ზ

საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13 აპრილი, 2021 , 10:49

საქართველოში კორონავირუსის 1 374ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ სტოპცოვ.გე-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 422 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში