უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 დეკემბერი, 2017 15:55
font-size

დასკვნაში არ იყო მითითებული, რომ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუთავსებელია პატიმრობაში ყოფნასთან - პროკურორი

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული ოთარ აბესაძე პატიმრობაში რჩება. საქმის პროკურორის, ირაკლი მარშანიას განმარტებით, დაცვის მხარემ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა და ამის საფუძვლად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა წარმოადგინა. პროკურორის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის პასუხში არ იყო მოყვანილი არგუმენტები, რომლებიც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლას გამოიწვევდა.

„დაცვის მხარე აპელირებდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე და ითხოვდა, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეცვლოდა, თუმცა ამ დასკვნაში არ იყო მითითებული ისეთი გარემოება, რომელიც ამბობს, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუთავსებელია მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნასთან. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა“, -აღნიშნა პროკურორმა.

დღეს დილით დაცვის მხარემ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის პასუხი მიიღო. აბესაძის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მიღებული შედეგების საფუძველზე სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას შეცვლიდა.

ოთარ აბესაძე 11 ივლისს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს, რადგან მან ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 3000 დოლარი.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი