უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 თებერვალი, 2020 15:35
font-size

დასუფთავების მოსაკრებელს იურიდიული პირი უფრო ნაკლებს იხდის, ვიდრე ფიზიკური პირი, რაც, ვფიქრობ, არასამართლიანია - კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს და მერის მოადგილე მაია ბითაძეს დასუფთავების მოსაკრებლის გადახედვაზე მუშაობის დაწყება დაავალა.

კახა კალაძე უსამართლობას უწოდებს იმას, რომ ფიზიკური პირები იურიდიულ პირებზე მეტ გადასახადს იხდიან. მისი სიტყვებით, ჯამური სხვაობა დაახლოებით 20 მილიონ ლარს შეადგენს. ეს განცხადება კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების თითქმის 95-პროცენტიანი მაჩვენებელი გვაქვს, რაც ძალიან კარგია, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა - ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოსაკრებლის გადახდის თვალსაზრისით, თითქმის არანაირი სხვაობა არ არსებობს. ანუ, იურიდიული პირი უფრო ნაკლებს იხდის, ვიდრე ფიზიკური პირი, რაც, ვფიქრობ, არასამართლიანია. მინდა, დავავალო ირაკლი ხმალაძეს და მაია ბითაძეს, რომ დაიწყონ მოძიება, თუ როგორი მიდგომაა განვითარებულ ქვეყნებში მოსაკრებლის ამოღების თვალსაზრისით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი ინფორმაციით, დაგეგმილია ასევე თბილისში ახალი ნაგავმზიდი მანქანების შემოყვანა და ურნების შეცვლა. მან ისაუბრა ასევე ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ურნების განთავსებაზე, რომლის დასათვალიერებლად ოპოზიციის წარმომადგენლების მიყვანას გეგმავს, სამუშაოების დასრულების შემდეგ.

„ეს არის სიახლე, რომელიც პირველად ჭავჭავაძის გამზირზე ხორციელდება და ოპოზიცია ვერ გაერკვა, ჩვენი ოპონენტები ვერ გაერკვნენ საერთოდ, რა ხდება ამ მიმართულებით და რას ვაკეთებთ. თუმცა, როდესაც პროექტს დავასრულებთ და განხორციელდება, მივიყვანთ ადგილზე და ვაჩვენებთ რა გაკეთდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ეტაპობრივად, სხვა უბნებშიც ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება ექნებათ.

ინფიცირებული 6 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია - მარინა ეზუგბაია

30 მარტი, 2020 , 11:50

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია. „დღეს დილით მონაცემებით გაქვს 97 დადასტურებული შემთხვ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენოა 98-მდე გაიზარდა

30 მარტი, 2020 , 11:50

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა. მონაცემები ვებგვერდ StopCov.ge-ზე განახლდა. ინფიცირებულთა შორის უკვე გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4 978 ადამიანი, ხოლო სტაცი

აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

30 მარტი, 2020 , 10:45

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, დღეს, 30 მარტს გლდანის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. გლდანის რაიონი &ndas

პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

30 მარტი, 2020 , 10:45

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაციას იწყებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პრ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 97-მდე გაიზარდა

30 მარტი, 2020 , 10:45

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 97-მდე გაიზარდა. Stopcov.ge-ს ინფორმაციით, მათგან გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება საქართველოს - 4876 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეო

მომდევნო კვირების განმავლობაში საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თანდათან გადავა ე.წ. კრიტიკულ ფაზაში და ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო - ამირან გამყრელიძე

30 მარტი, 2020 , 10:45

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების მიერ გაიცემა, მაქსიმალურად