უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

13 სექტემბერი, 2019 14:50
font-size

დათა ვანიშვილი მედლინ მუნს: 88 წელიწადია საქართველოში ვცხოვრობ და ახლა გავხდი რუსეთის?

88 წელიწადია, აქა ვცხოვრობ, საქართველოში, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და ახლა გავხდი რუსეთის? – ამის შესახებ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილმა, დათა ვანიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მისულ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მედლინ მუნს გაესაუბრა.

დათა ვანიშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გააცნო, როგორ მძიმე პირობებში ცხოვრობს ოკუპაციის შედეგად და არ ეძლევა საშუალება მის შვილს, დედა ნახოს, ასევე როგორ ეზღუდება შესაძლებლობა, საკუთარი მეუღლე, რომელიც ავადაა, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს გადმოიყვანოს და ექიმს გაასინჯოს.

„ჩემი გოგო მირეკავს, შორიდან მაინც დავინახავდე დედასო, მაგრამ მეშინია, რომ დამიჭირონ და წამიყვანონო. ასე უთხრეს, თუ დაგინახეთ, 100 მეტროზე ახლოს მოსული, ცხინვალში კი არა, რუსეთში წაგიყვანთ და შეგაგდებთ კამერაშიო. ცოდო არ ვარ? პატიმარი ვარ, არსად მიშვებენ, 88 წელიწადია, აქა ვცხოვრობ, საქართველოში. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და ახლა გავხდი რუსეთის? ნაკვეთები მეორე მხარესაა. სხვები ამუშავებენ და მე არაფერს მაძლევენ. რა ვჭამო, როდემდე ვიყო ეგრე. დედაკაციც მყავს აგერ ცუდად და არ მიშვებენ, გორში წავიყვანო ან თბილისში, რომ ექიმებს ვაჩვენო. მითხარით, როგორ მოვიქცე, თუ არაფერი მეშველება, თავი მაინც მოვიკლა. აი, იქით რომ დიდი ჭადარია, იქ ჩემი ნაკვეთებია, დავამუშავო მინდა და ცოტა ლუკმა ვჭამო“, – მიმართა დათა ვანიშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი დღეს ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნო, ასევე დათა ვანიშვილსაც გაესაუბრა და მას სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი საქმეა, დავაკვირდეთ აქ მიმდინარე პროცესებს, დავსვათ კითხვები და გავიტანოთ ამ ადამიანის საუბარი ჩვენს შემდგომ შეხვედრაზე ლონდონში. ჩვენ ამას გავაკეთებთ. მე გპირდებით, ჩვენ არ დავწერთ მხოლოდ ანგარიშს და ეს იქ არ დამთავრდება, არამედ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ აქ მიმდინარე პროცესები უფრო ფართო საზოგადოებისთვის გახდეს გასაგები“, – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი