უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

7 ნოემბერი, 2016 15:05
font-size

დათო უსუფაშვილი იყო უფრო სახელისუფლებო კოალიციური პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ლიდერი - დავით ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, 2005-2012 წლებში რესპუბლიკური პარტიის ღირსეული თავმჯდომარეობისთვის მადლობას უხდის.

როგორც ბერძენიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ოპოზიციონერი ლიდერი დავით უსუფაშვილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა რესპუბლიკური პარტიისთვის, მისი დამსახურება არის, რომ რესპუბლიკური პარტია მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდა წამყვანი პოლიტიკური ორგანიზაცია.

„რაც შეეხება დათო უსუაფშვილს ბიძინა ივანიშვილის კოალიციის გამარჯვების შემდეგ და რესპუბლკიკურ პარტიას 2012 წლის არჩევნების შემდეგ. ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით, რომ კოალიციასთან კორექტული ურთიერთობები გვქონოდა, კორექტული პოლიტიკური ურთიერთობები, განსხვავებული სასტარტო პოზიციებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ ნაბიჯებს ერთმანეთისკენ ვდგამდით. დათო უსუფაშვილი იყო უფრო სახელისუფლებო, კოალიციური პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ლიდერი და იქედან უყურებდა რესპუბლიკური პარტიის როლს და ადგილს კოალიციაში. მე და რამდენიმე ადამიანი კი, ყოველთვის ვცდილობდით, რესპუბლიკური პარტიის სახის შენარჩუნებას“,-განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, დავით უსუფაშვილმა მისი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს განაცხადა, რომ ბოლომდე იქნებოდა რესპუბლიკელი, თუმცა ეს დაპირება ვერ შეასრულა.

„მთავარი ფრაზა, რაც დათო უსუფაშვილმა თქვა პარლამენტის თანამჯდომარეობის დროს იყო რესპუბლიკური პარტიის და კოალიცია „ქართული ოცნების“ურთიერთობის დამახასიათებელი მთავარი სტრატეგიული ფორმულა: „მე, ჩემი პოლიტიკური ცხოვრების ბოლო წუთამდე ვიქნები რესპუბლიკელი“. ძალიან სამწუხაროა, რომ ვითარება ასე წავიდა, რომ მან ვერ შეძლო მისი პოლიტიკური ცხოვრების ბოლო წუთამდე დარჩენილიყო რესპუბლიკური პარტიის წევრი. ვერ ვიტყვი, რომ მისი გადაწყვეტილებით გაოგნებული და ნაწყენი არ დავრჩი მეთქი“,-აღნიშნა ბერძენიშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

აშშ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით - ელიზაბეთ რუდი

5 დეკემბერი, 2019 , 15:40

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა. როგორც რუდმა აღნიშნა, აშშ მხარს უჭერს მმართველ პარტიასა და ოპო

„ქართულ ოცნებაში“ არიან დარჩენილი გონიერი ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ საკმაოდ მძიმე სიტუაციაში ამოყვეს თავი - დავით ჭიჭინაძე

4 დეკემბერი, 2019 , 17:35

„ქართულ ოცნებაში“ არიან დარჩენილი გონიერი ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ საკმაოდ მძიმე სიტუაციაში ამოყვეს თავი და მე მაქვს იმედი, რომ ეს ადამიანები ქვეყანაზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე პარტიის ბედზე, - ამის შეს

კახი კალაძე ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტზე: გერმანული მოდელის ჩამოსატანად არის წასული და დაველოდოთ

4 დეკემბერი, 2019 , 15:15

თბილისის მერი კახა კალაძე ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტს გამოეხმაურა და ხუმრობით განაცხადა, რომ ბურჯანაძე, რომელიც იმ ოპოზიციურ გაერთიანებაში შედის, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილების მომხრე პოლიტიკოსები არიან, მოსკოვში

ავტორიტარული მთავრობები უცხოელებს ადანაშაულებენ საკუთარი მმართველობის პრობლემებში - დენიელ ტვაინინგი

4 დეკემბერი, 2019 , 14:31

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გაჟღერებულ კრიტიკას IRI-ის პრეზიდენტი "ამერიკის ხმასთან" გამოეხმაურა. დენიელ ტვაინინგის თქმით, ამერიკელი კანონმდებლები და პოლიტიკოსები მიესალმებ

`ეს არ არის თქვენი საქმე` - პრეზიდენტის პასუხი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე

4 დეკემბერი, 2019 , 14:15

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და დაპირისპირებებზე "კურიერის" კითხვებს არ პასუხობს. სალომე ზურაბიშვილმა არც დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე ისაუბრა. "ეს არ არის თქვენი

პოლიტიკა კომპრომისზე წასვლაა და არა სპეცრაზმის უკან ამოდგომა — თამარ ჩუგოშვილი

2 დეკემბერი, 2019 , 17:49

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, პოლიტიკური კრიზისიდან და დაძაბულობიდან გამოსავალი კომპორმისზე წასვლაა. ხელისუფლების მიზანი სიტუაციის განმუხტვა რომ ყოფილიყო, დიალოგზე წავიდოდა, - ამის შესახებ &bd

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`