უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 თებერვალი, 2019 14:10
font-size

„დატოვეთ „ოცნება“, ან გაწმინდეთ მედროვეებისგან!“ – „საქართველოს გზის“ ყოფილი თავმჯდომარის სკანდალური განცხადება

„ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი მთავარი სპეციალისტი, პარტია „საქართველოს გზის“ ყოფილი თავმჯდომარე თეიმურაზ მურვანიძე სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს და „ოცნების“ ე.წ. ძველ გვარდიას მოუწოდებს, ან პარტია დატოვონ, ან „ქართული ოცნება“ მედროვეებისგან გაწმინდონ.

„არასდროს გამომითქვამს ასე ღიად, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი, მივმართო მმართველ პარტიას და უმრავლესობის დეპუტატებს: ისევე, როგორ 2012 წელს ჩვენი საარჩევნო ნომერი „7“ ვერაგულად შეცვალეს მაშინდელმა მმართველებმა და საარჩევნო ნომერი დარჩა „41“, ასევე, არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა დაერქმეოდა და რა ერქმევა „ქართულ ოცნებას“, რადგან ეს მხოლოდ სახელი არ იყო. ეს იყო ზნეობრივი პრინციპების, კეთილსინდისიერების, სამშობლოს სიყვარულის ირგვლივ გაერთიანებული ქვეყანა, სადაც სხვადასხვა პარტიიდან თუ საზოგადოებრივი ჯგუფებიდან წამოსული ხალხი მხარდამხარ იბრძოდა ბოროტი რეჟიმის მოსაშორებლად და საერთო ძალისხმევით ეს მოხერხდა.

დღეს, ამ პოლიტიკური ძალის ლიდერთა ქმედებები და განცხადებები ზემოთჩამოთვლილი პრინციპებისგან სრულიად დაცლილია და გადასულია უსამართლო და სასტიკი რეჟიმის მთავარი დამნაშავეების დაცვაზე, რაც სრულიად ამორალური და ცინიკური საქციელია. მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც მიბრძოლია, ვინც დღეს ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“, რომ გადადგან სწორი ნაბიჯი: ან დატოვონ ეს პოლიტიკური პარტია, რადგან არ გახდნენ ამ უზნეობის თანამონაწილე, ან უკან დაიბრუნონ „ქართული ოცნება“ და გაწმინდონ მედროვეებისაგან და ზნეობრივი პრინციპებისგან დაცლილი კომკავშირლებისგან, რადგან ისინი არც თქვენთან ერთად ყოფნას იმსახურებენ და არც იმ წარმომადგენლობით თანამდებობებს, რომლებიც უკავიათ! ქართველი ხალხი დააფასებს ამ ნაბიჯს, დაიბრუნებს იმედს, რომ ეს ქვეყანა მართლა მის მოქალაქეებს ეკუთვნით და სხვისი ხათრით არჩეული ურეიტინგო უვიცები ვეღარასდროს შეაღწევენ საქართველოს პარლამენტში, სადაც ხალხის სახელით ლაპარაკობენ.

ვფიქრობ, ეს ადამიანები არიან იმის ღირსი, რომ მურუსიძეებთან და მსგავს უღირსებთან ერთად დარჩნენ და რეალურად ნახონ რა არის მათი რეიტინგი ამ ქვეყანაში!“ - წერს სოციალურ ქსელში თეიმურაზ მურვანიძე.

საქართველოს და ბულგარეთს შეუძლიათ, ევროპასა და აზიას შორის ხიდის ფუნქცია შეასრულონ - ირაკლი კობახიძე

17 ივნისი, 2019 , 16:04

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, ბულგარეთის რესპუბლიკაში იმყოფება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ბულგარეთ

მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მლნ ევროს გამოყოფს

17 ივნისი, 2019 , 15:56

მსოფლიო ბანკი განათლების სისტემისთვის 90 მლნ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა,

„ოცნება“ თავისი პოლიტიკით რუსეთს აძლიერებს - ლევან სამუშია

17 ივნისი, 2019 , 15:35

„ქართული ოცნება“ თავისი მიზანმიმართული პოლიტიკით აძლიერებს რუსეთს საქართველოში და ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის, რათა საქართველოში აღმოცენდნენ რუსეთის მიერ მართული სკინჰედური ორგანიზაციები, - ასე აფასებს „თავი

სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ოქმში ასახულია ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ურთიერთობები - პრემიერი

17 ივნისი, 2019 , 15:20

აშშ-საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ოქმში ასახულია ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო მაღალ, ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ ურთიერთობები ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის

სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღის კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და საერთაშორისო პარტნიორების აქტიურად ჩართულობის საუკეთესო მაგალითი იყო - მამუკა ბახტაძე

17 ივნისი, 2019 , 15:20

სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღის კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და საერთაშორისო პარტნიორების აქტიურად ჩართულობის საუკეთესო მაგალითი იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტ

ცესკო-მ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

17 ივნისი, 2019 , 14:37

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. ცესკო-ში გამართულ სხდომაზე, შემაჯამებელ ოქმს ცესკო-ს თავმჯდომარემ და კომისიის მდივანმა მოაწერეს ხელი. საქართველოს