საზოგადოება


დაწყებულია სამართლებრივი დავა და გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო - ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი
დიდუბის ბაზრობის გარემოვაჭრეების აქციას ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი ბაგრატიონი გამოეხმაურა.
როგორც გიორგი ბაგრატიონმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული დავა ჭიშკრის გაღების შესახებ არის ორ სუბიექტს შორის დავა და ზედამხედველობის სამსახური ვერ მოსთხოვს კონკრეტულ სუბიექტს, რომ გააღოს ეს კარი, სანამ სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას.
„ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა. ეს ორი სუბიექტი ერთმანეთს უჩივის რამდენიმე საკითხზე. ერთ-ერთი მიმართულებით ერთმა კომპანიამ მეორეს მოუგო, მაგრამ მეორემ ეს გაასაჩივრა, ვადა ჰქონდა და ეს საქმე აპელაციაში გადავა. მე ადგილზე ვიმყოფებოდი, შევხვდი ორივე მხარეს, როგორც კომპანიების ხელმძღვანელებს, დირექტორს, ადვოკატებს, ასევე გარემოვაჭრეებს. ვერ მოხდება, რომ დღეს ზედამხედველობის ან მერიის რომელიმე სამსახური მივიდეს და თქვას, ეს ჭიშკარი უნდა გააღონ. დაწყებულია სამართლებრივი დავა და გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო“, - განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.
რაც შეეხება სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხს, მერიის წარმომადგენლის თქმით, არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ნაჩვენებია სამი ალტერნატიული გზა თუ საიდან უნდა შევიდეს სახანძრო.
საკვანძო სიტყვები:
დღეს საქართველოში გლოვის დღეა
10 აპრილი, 2021 , 10:40
უკიდურესად დესტრუქციული ძალები მოქმედებენ წესების გარეშე და ემსახურებიან ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძალიან საშიშ ამოცანებს - „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორები
9 აპრილი, 2021 , 14:40
ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე, ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიასა და ტრადიციაზე - გია გაჩეჩილაძე
9 აპრილი, 2021 , 14:40

გთხოვთ, რომ სიჩუმით, სიდინჯით და ერთიანობით პატივი ვცეთ ამ დღეს - სალომე ზურაბიშვილი
9 აპრილი, 2021 , 12:45

ჩემს გატაცებაზე ბრძანება კვირიკაშვილმა ნამდვილად გასცა, თუმცა ის ვერ იზამდა ამას ივანიშვილის ბრძანების გარეშე - აფგან მუხთარლი
9 აპრილი, 2021 , 12:32

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 430, სამეგელო-ზემო სვანეთში - 91, აჭარაში - 62
9 აპრილი, 2021 , 11:20