უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

11 მაისი, 2017 16:30
font-size

დაცული მომსახურება - ეროვნული ბანკის რეგულაციაში მორიგი ცვლილება განხორციელდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, "საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციაში" ცვლილებები განხორციელდა.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, აღნიშნული ლარიზაციის ღონისძიებების ერთ-ერთი კომპონენტის (მე-10 პუნქტის) შესრულებას ისახავს მიზნად. კერძოდ, ამიერიდან კომერციულ ბანკებს საშუალება ექნებათ მომხმარებელს დაცული - ესქრო - მომსახურება შესთავაზონ.

,,იმისათვის, რომ ამ მომსახურების ფარგლებში გარიგების მონაწილე მხარეებმა მიიღონ მაქსიმალური დაცვა, ესქრო მომსახურებამ უნდა დააკმაყოფილოს ანგარიშების გახსნის ინსტრუქციაში გაწერილი შემდეგი მოთხოვნები:

ესქრო მომსახურების ფარგლებში შესრულებული ოპერაციები უნდა განხორციელდეს ლარში.

მომსახურება დაკავშირებული უნდა იყოს უძრავი ან მოძრავი ქონების, საწარმოს წილის ან/და ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებთან.

მომხმარებლისათვის დაცული ესქრო მომსახურების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პირობებით განხორციელებული ესქრო მომსახურების შემთხვევაში, მონაწილე მხარეები დაცული იქნებიან როგორც უშუალოდ გარიგების მხარეების ასევე, სხვა გარეშე რისკებისაგან.

ცვლილებების ამოქმედებამდე, კომერციული ბანკებისთვის არ იყო შეზღუდული ესქრო მომსახურების განხორციელება როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში, თუმცა, ისინი ვერ უზრუნველყოფდნენ მომხმარებლების მომსახურების ფარგლებში ისეთ დაცულობას, როგორიც ეს ლარით ესქრო მომსახურების განხორციელებისას გახდება შესაძლებელი, რაც, თავისთავად, მომხმარებლებში ლარისადმი ნდობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

დაწვრილებით, ექსრო მომსახურების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ხშირად დასმული კითხვების რუბრიკაში’’, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

17 ნოემბერი, 2018 , 09:00

16 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6727 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.91 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ნოემბრის თვის ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აქვეყნებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს "საფინანსო სექტო

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

16 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6727 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.91 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ასოცირებული წევრი გახდა

16 ნოემბერი, 2018 , 13:15

საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) წევრობა, კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,

თბილისის მერიამ საკრებულოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა

16 ნოემბერი, 2018 , 12:15

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე შევიდა. თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 10 მილიონით იზრდება და ის 871 მილიონი იქნება. "ქართული ოცნების" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განც

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 ნოემბერი, 2018 , 09:00

15 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6818 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7045 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.27 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`