უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 აპრილი, 2019 12:00
font-size

დაცული ტერიტორიების სისტემის პოლიტიკის სათათბირო საბჭოს პაატა შანშიაშვილი უხელმძღვანელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სისტემის პოლიტიკის სათათბირო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

აღნიშნული საბჭო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანი საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავებაა.

„დაცული ტერიტორიების პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყება სამინისტროა, თუმცა მმართველობა კომპლექსურია. შესაბამისად, ბევრი სხვადასხვა უწყების ჩართულობა მნიშვნელოვანია. საბჭოს ძირითადი საქმიანობა კონკრეტულ საკითხებზე ანალიტიკური სამუშაოს ჩატარება და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით რეკომენდაციების მომზადებაა. ექსპერტების მონაწილეობით შემუშავებული რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიღების პროცესში იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაცული ტერიტორიების სისტემის პოლიტიკის სათათბირო საბჭოს პაატა შანშიაშვილი უხელმძღვანელებს. პაატა შანშიაშვილი დაცული ტერიტორიების საქართველოში მსოფლიო კომისიას (IUCN-WCPA) „ფოკალ ფოინთი“ ხელმძღვანელობს და აშშ-ში დაცული ტერიტორიებთან დაკავშირებული უწყებების საერთაშორისო პროგრამების მრჩეველია. ის უშუალოდ იყო ჩართული დაცული ტერიტორიების საერთაშორისო კატეგორიების სისტემის შემუშავებაში.

სათათბირო საბჭოს შემადგენლობაში შედიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი დარგობრივი უწყებების ხელმძღვანელები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის, ასევე, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, წიაღის ეროვნული სააგენტოს, თბილისის ზოოპარკის, საერთაშორისო ორგანიზაცია „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის“ (WWF), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები.

ვაკე - საბურთალოს გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა

22 მაისი, 2019 , 19:23

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე (ვაკე-საბურთალოს ახალი გზა) კლდის მასა ჩამოიშალა. ქვები სავალი გზის ნაწილზეა ჩამოცვენილი, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ არის შეფერხებული.

გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას ბათუმის უნივერსიტეტში სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით - არასამთავრობო ორგანიზაციები

22 მაისი, 2019 , 19:05

აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისსტუდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ლექტორის მიერ სავარაუდო სექსუალურ შევიწროებას ეხ

ცხრა წლის დაჩი გულუა შს მინისტრს უახლოეს დღეებში შეხვდება

22 მაისი, 2019 , 17:27

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიამ ცხრა წლის დაჩი გულუას წერილს უპასუხა. როგორც საქართველოს პირველ არხს ბავშვის დედამ, ნათია ანასტასიადმა განუცხადა. „სამინისტროს წარმომადგენლები უკვე დაგ

საყოველთაო ჯანდაცვა არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, ეს ყველას უფლებაა და არავინ უნდა დარჩეს ამ უფლების მიღმა - დავით სერგეენკო

22 მაისი, 2019 , 17:10

საყოველთაო ჯანდაცვა არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, ეს ყველას უფლებაა და არავინ უნდა დარჩეს ამ უფლების მიღმა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვი

პროექტი „თბილისის მუზეუმების კვირეული’’ მოსწავლეთათვის წელს მეორედ ტარდება

22 მაისი, 2019 , 16:40

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, პროექტი „თბილისის მუზეუმების კვირეული’’ მოსწავლეთათვის წელს მეორედ იმართება. თბილისის საკრე

თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების გადაჭარბება დაფიქსირდა

22 მაისი, 2019 , 15:40

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, ავტომატური სადგურების საშუალებით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთა