უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 ნოემბერი, 2018 14:40
font-size

დაუბრუნდნენ საერთო ოჯახს და ახლა უსირცხვილოდ ეფერებიან ერთმანეთს „ზაპაროჟეცებისა“ და ჟანგიანი ადამიანების ძახილის შემდეგ - ზაქარია ქუცნაშვილი

„გული იმაზე მწყდება, რომ მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ ორ ნაწილად გაყოფა ორივე ფრთას დაასუსტებდა, მცდარი აღმოჩნდა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

ქუცნაშვილის შეფასებით „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები საზოგადოებასთან გულწრფელი არასდროს არ იყვნენ.

„ეს ადამიანები გულწრფელები არასოდეს არ იყვნენ. ყოველთვის კონიუნქტურით ხელმძღვანელობდნენ. თუ მათ რიტორიკას დააკვირდებით, იგივეა 7 ნოემბრამდე და მას შემდეგ. ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ყოფნის რიტორიკა იგივე აქვთ, ისევ მტრებზე საუბრობენ. თუ ქართველი ხალხი მტერია, მტერი ნიშნავს, რომ გაანადგურო და მოკლა. მათ შორის არსებით ცვლილებებს ვერ ვხედავ. გული მწყდება იმაზე, რომ ვიღაცის გათვლა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ორად გაყოფა ორივე ფრთის დასუსტებას გამოიწვევდა, მცდარი აღმოჩნდა. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო - დაუბრუნდნენ საერთო ოჯახს და ახლა უსირცხვილოდ ეფერებიან ერთმანეთს „ზაპაროჟეცებისა“ და ჟანგიანი ადამიანების ძახილის შემდეგ “, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

ცნობისთვის, ჰელსინკიში გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ. ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი“.

მატყუარა ხელისუფლებას რა ელოდება არჩევნებზე, ამას ვნახავთ - რომან გოცირიძე

21 თებერვალი, 2020 , 17:20

“ყველამ დავინახეთ, რომ „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი - ტყუილი - ყოველ ნაბიჯზე გამოიყენება,” - ამბობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე. მისი თქმით, გაერთიან

მმართველ გუნდთან დიალოგს აზრი არ აქვს - სერგი კაპანაძე

21 თებერვალი, 2020 , 14:30

“ჩვენ ჩვენი შეთავაზებები წარვუდგინეთ და მათ ამაზე საპასუხოდ დაიჭირეს ჩვენი პოლიტიკური ლიდერები და აპირებენ სხვების დაჭერას. ამ ვითარებაში დიალოგს აზრი არ აქვს,” - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სე

თუ პასუხი არ იქნება, მათი ლუსტრაცია მოხდება - მამუკა მდინარაძე

21 თებერვალი, 2020 , 14:30

„ძალიან ცოტა დრო რჩება იმ დროის გასვლამდე, როცა ოპოზიციამ პასუხი უნდა თქვას. თუ პასუხი არ იქნება, მათი ლუსტრაცია მოხდება,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

პოლიტიკაში ერთს პლიუს ერთი ყოველთვის არ არის ორი - თემურ შაშიაშვილი

21 თებერვალი, 2020 , 14:30

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ხელოვნური პოლიტიკური გაერთიანებებისა და ბლოკების მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი.  მისი თქმით, სწორედ პოლიტიკურმა ბლოკებმა და გაერთიანებებმა „ყველა ერთის წინააღმდე

კრიზისის დასაძლევად საქართველოს ფსიქოლოგიის შეცვლა სჭირდება - ჰოლ ჰოლი

21 თებერვალი, 2020 , 13:21

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაშინგტონში საქართველოს მთავრობის მიმართ რამდენიმე კრიტიკული განცხადება გაკეთდა. სენატიდან და წარმომადგენელთა პალატიდან ოფიციალურ თბილისს არაერთი წერილი გაუგზავნეს, რომლებშიც საქართველო

დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში საქართველოს ელჩებად სოფიო ქაცარავა, დავით დონდუა და ლევან იზორია დაინიშნენ

21 თებერვალი, 2020 , 10:44

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა, საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით დონდუა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია დაინიშნა, – ამის შესახებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`