უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ოქტომბერი, 2020 13:14
font-size

„დაუპიპინე ბიძინას“ - „ევროპული საქართველო“ საავტომობილი აქციას გამართავს

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტია ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ მასიურ საავტომობილი აქციას მოაწყობს.

კაპანაძის განმარტებით, ისინი სიგნალებით მიმართავენ ბიძინა ივანიშვილს, რომ „მისი დრო ამოიწურა“.

სერგი კაპანაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, მთავრობის მიმართ თავიანთი უარყოფითი პოზიცია ოთხშაბათს დაგეგმილ აქციაზე სიგნალებით გამოხატონ.

„ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ქვეყანა უმძიმეს კრიზისშია, ერთი მხრივ, ეკონომიკურ კრიზისში, რადგან დღითიდღე უფრო მეტი მოქალაქე ღარიბდება მთავრობის უპასუხისმგებლო დამოკიდებულების და პოლიტიკის გამო, რასაც თან ერთვის ჯანდაცვის უმძიმესი კრიზისი. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, როგორ დრამატულად იზრდება კორონაინფიცირებულთა რიცხვი.

ამის ფონზე, როგორც ჩანს, ივანიშვილის და მისი უპასუხისმგებლო მთავრობის ერთადერთი სურვილია, არჩევნებამდე ისე მიატანონ, არ იყოს საარჩევნო აქტივობები და ოპოზიციურმა პარტიებმა არ იაქტიურონ. იმედი აქვთ, ამის გამო, ისინი ხელისუფლებას შეინარჩუნებენ.

„ევროპულმა საქართველომ“ გუშინდელი დღისთვის მრავალათასიანი აქცია დაგეგმა, მაგრამ იმის გამო, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, ჩვენ ეს აქცია გავაუქმეთ, გამოვიჩინეთ რა, პასუხისმგებლობა ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობასთან მიმართებით.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ დარჩენილ ორ კვირაში პოლიტიკური აქტივობა არ შეწყდეს, არ მივცეთ ეს ფორა ივანიშვილს, რომ მას ხელისუფლების შენარჩუნების შანსი გაეზარდოს. ოთხშაბათს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა ქალაქში და მათ შორის, თბილისში მასიურ საავტომობილო აქციას ვგეგმავთ, სახელით „დაუპიპინე ბიძინას“.

შეკრების უსაფრთხო ალტერნატივაა იგივე რაოდენობის ადამიანების გამოსვლა, ოღონდ ავტომანქანებით და სიგნალის მიცემა ივანიშვილისთვის, რომ მისი დრო ამოიწურა.

აქციები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გვექნება, ასევე თბილისში. ავტომანქანების კოლონები შემოვლენ თბილისში და აქ დააფიქსირებენ პროტესტს, უშუალოდ ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან. ეს იქნება აქცია, კოდური სახელწოდებით „ დაუპიპინე ბიძინას.“

ასევე, ვთხოვთ ჩვენ თანამოქალაქეებს, ეს დღე გამოიყენონ იმისთვის, რომ სამანქანო სიგნალებით დააფიქსირონ თავიანთი უარყოფითი პოზიცია ამ მთავრობის მიმართ“,- განაცხადა კაპანაძემ.

`ლელო` დღევანდელ არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს

31 ოქტომბერი, 2020 , 12:55

არჩევნების მიმდინარეობის დროს არსებულ დარღვევებზე „ლელოს“ ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგი გამართეს. “ლელოს“ დამკვირვებლებმა ამ დროისთვის რამდენიმე საჩივარი დაწერეს. ერთი

ავღანეთში, ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ

31 ოქტომბერი, 2020 , 12:55

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობ

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

31 ოქტომბერი, 2020 , 12:55

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება ზოგადი დარღვევა. კერძოდ, არ ხდება რეგისტრატორთან ამომრჩევლების იდენტიფიცირება. რეგისტრატორები ხშირად არ ითხოვენ პირბადის მოხსნას,- ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორ

პისტოლეტით შეირაღებული დემოსტრაციულად გადაადგილდება დიმიტრი შაშკინი - ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი, 2020 , 12:55

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების დღეს დაგეგმილი დესტრუქციული ქმედებების ნაწილი უკვე დადასტურდა. როგ

10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 8.33% - საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ

31 ოქტომბერი, 2020 , 12:23

საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფ

საქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა

31 ოქტომბერი, 2020 , 12:10

საქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გარდაცვლილთაგან 10 ადამიანი თბილის