უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ნოემბერი, 2017 17:10
font-size

დაურეგისტრირებლობის გამო თბილისის მერიამ 11 სილამაზის სალონი დააჯარიმა

დედაქალაქში თბილისის მერიის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის ცენტრის გადაწყვეტილებით რეგისტრაციის არქონის გამო 11 სილამაზის სალონი დაჯარიმდა.

ცენტრის დირექტორმა ციცო დილებაშვილმა საქმის კურსთან განაცხადა, რომ საბოლოო განაჩენი სასამართლოს გამოაქვს, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში სასამართლო სხდომების დროს სალონების მეპატრონეებს რეგისტრაცია უკვე გავლილი აქვთ და მოსამართლე სანქციას აღარ აკისრებს, თუმცა, ობიექტს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მაინც უფორმდება.

ჯარიმა დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში 500 ლარია.

დოლებაშვილის ინფორმაციით, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად ცენტრმა მხოლოდ 2 ჯარიმა გამოიწერა სტერილიზაცია-დეზინფექციის მიმართულებით( ჯარიმის ოდენობაა 50 ლარი). ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს არ ასახავს რეალურ სურათს, სალონები პირველადი შემოწმებისას არ ჯარიმდებიან და მხოლოდ რეკომენდაციებს იღებენ, რომელთა გამოსასწორებლად ვადა ეძლევათ. დოლებაშვილის თქმით, პირველადი შემოწმებისას ყველა სალონში ფიქსირდება, მაგრამ მეორე შესვლაზე დარღვევების უმეტესობა გამოსწორებულია.

დილებაშვილმა აღნიშნა, რომ სალონებთან მუშაობა რთულია, რადგან ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ რეგულაციების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, წელიწად-ნახევარია აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს და დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომია.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი