უკან

საზოგადოება

15 აპრილი, 2019 11:35
font-size

დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების გაჭიანურება - ირაკლი ლექვინაძე

ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა და 2019 წლის I კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარტში მომართვიანობის ანალიზის მიხედვით ბიზნესის ინტერესების დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ ახალ კრიტიკულ საკითხებზე ისაუბრა.

„დაუშვებელია მუნიციპალიტეტების და სხვადასხვა აღმასრულებელი უწყებების მხრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულების გაჭიანურება. მსგავი შინაარსის არაერთი მეწარმის საქმეზე მუშაობს ბიზნესომბუდსმენის აპარატი. მიგვაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების დროული და ეფექტური აღსრულება წარმოადგენს ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნესგარემოს განვითარების აუცილებელ წინაპირობას, რომელიც ამავდროულად ხელს შეუწყობს სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების ნდობის ამაღლებას აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიმართ,“-აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.

ირაკლი ლექვინაძის თქმით ასევე არის შემთხვევები, როდესაც ადმინსტრაციული ორგანოების მხრიდან საერთო სასამართლოების მიერ 1 სუბიექტთან მიმართებაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების პრაქტიკაში გავრცელება არ ხდება.

„მიგვაჩნია, რომ საერთო სასამართლოების სისტემაში დადგენილი პრაქტიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირდაპირ უგულებელყოფს სასამართლოს მიდგომას და პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით, რაც საგადასახადო ორგანოებისთვის იმთავითვე უპერსპექტივოს ხდის ამ საკითხზე დავის წარმოებას სასამართლოში და იწვევს მეწარმე სუბიექტების დროისა და ფულადი რესურსების დაუსაბუთებელ ხარჯვას,“- ამბობს ირალკი ლექვინაძე.

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

27 ივნისი, 2019 , 10:22

კომპანია „თელასის” ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გ

შუამავალი ხელისუფლებასთან სისხლიანი მოვლენების დაწყებამდე - პალიკო კუბლაშვილი განმარტებას აკეთებს

26 ივნისი, 2019 , 16:52

საიდუმლო შუამავალი, რომლის სახელიც ნიკა მელიამ ხმამაღლა დაასახელა - რა როლი ჰქონდა პალიკო კუბლაშვილს 20 ივნისის სისხლიანი დაპირისპირების დაწყებამდე? - ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ სწორედ კუბლაშვილი იყო ადამიანი, რომე

„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში“ ჩართული ბავშვების ასაკი 15-დან 18-მდე წლამდე იზრდება

26 ივნისი, 2019 , 16:15

თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში“ ჩართული ბავშვების ასაკს 15–დან 18–მდე წლამდე ზრდის, - ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კ

ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური საბანკო პროდუქტი შეიქმნა

26 ივნისი, 2019 , 16:15

ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური საბანკო პროდუქტი შეიქმნა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, პროდუქტი ითვალისწინებს ტაქსის მომსახურების საფასურის გადახდ

თხილის წარმოება ქვეყანაში მზარდია, რადგან სექტორს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს - ლევან დავითაშვილი

26 ივნისი, 2019 , 15:55

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ბარტოლის და კომპანიის „Ferrero“ აღმასრულებელ დირექტორს, მარკო გონკალვესს

40-ზე მეტი სამარხის გათხრა მიმდინარეობს, სადაც სავარაუდოდ მოძიებული იქნება იმ ადამიანების ნეშტები, რომლებიც დაკარგულთა სიაში არიან - ქეთევან ციხელაშვილი

26 ივნისი, 2019 , 15:50

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე