უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 აგვისტო, 2019 17:10
font-size

დაუშვებელია საპენსიო ფონდის თანხების ანაკლიის პორტში ინვესტირება - „თავისუფალი საქართველო“

ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების ფული, გაურკვეველი მომავლის მქონე პროექტებში არ უნდა დააბანდოს, - ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც პარტიამ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ლევან ბოძაშვილის განცხადების საპასუხოდ გაავრცელა.

„დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა თავიდანვე საეჭვო პროექტი იყო. არ არსებობს რეალური გარანტიები, რომ პროექტში ჩართული მოქალაქეები, სიბერეში ნამდვილად მიიღებენ სააგენტოში მათ მიერ შეტანილი თანხების პროპორციულ პენსიას. როგორც ჩანს, ანაკლიის პორტი გაკოტრდა, ან სერიოზულ ფინანსურ კრიზისს განიცდის, რის აღმოფხვრასაც ხელისუფლება ჩვენი პენსიონერების ხარჯზე ცდილობს.

კატეგორიულად დაუშვებელია, ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების ფული, გაურკვეველი მომავლის მქონე პროექტებში დააბანდოს, ამ შემთხვევაში კი, საპენსიო სააგენტოში აკუმულირებული თანხების ინვესტირება ანაკლიის პორტში მოახდინოს. ყველა ხელისუფლება უნდა შეეშვას ერთხელ და სამუდამოდ მოქალაქეების ჯიბეებში ხელის ჩაყოფას და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების ბიუჯეტის თანხებით კეთება, რომელი ბიუჯეტიც სწორედ ხალხის ფულით ივსება“,- ნათქვამია განცხადებაში.

ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო გეოლოგიის მოდერნიზებული ლაბორატორია და წიაღისეულის განახლებული მუზეუმი გაიხსნა

12 ნოემბერი, 2019 , 18:23

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტისა და მისი გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, მოდერნიზებული „ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ლაბორატორია“ და განახლებული &bd

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება - N’Uovo გაიხსნა

12 ნოემბერი, 2019 , 16:15

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება – N’Uovo გაიხსნა, რომელიც იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა მოქანდაკე პრასტომ, ვაჟა მიქაბერიძემ შექმნა. ინსტალაციის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარი

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ საკუთარ ვებ გვერდზე წამლის საძიებელი შექმნა

12 ნოემბერი, 2019 , 15:35

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ  საკუთარ ვებ გვერდზე წამლის საძიებელი შექმნა,  რომლითაც  ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება ბაზარზე არსებულ ბრენდებს შორის ყველაზე იაფი მედიკამენტი მოძებნოს. ამისთვის სა

სტუ-ში ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის განახლებული ლაბორატორია და სასარგებლო წიაღისეულის აღდგენილი მუზეუმი გაიხსნა

12 ნოემბერი, 2019 , 15:20

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის განახლებული ლაბორატორია და სასარგებლო წიაღისეულის აღდგენილი მუზეუმი გაიხსნა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღ

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის წევრი კომპანიის სასტუმროს მსოფლიო ბრენდის სტატუსი მიენიჭება

12 ნოემბერი, 2019 , 14:40

მსოფლიო ბრენდი WYNDHAM-ი საქართველოში მუშაობას აფართოებს.  13 ნოემბერს, 19:00 საათზე ხელი მოეწერება საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის წევრ კომპანია MCI-სთან ძველ თბილისში, აბანოთუბანში კომპანიის კუთვნილი მშენებარე ს

პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

12 ნოემბერი, 2019 , 14:20

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაწყებული დაპირისპირება დეპუტატებისთვის განკუთვნილ ოთახში გაგრძელდა. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ფიზიკური დაპირისპირება იყო გედევან ფოფხაძესა და დაჩი ბერ