უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


საზოგადოება

14 სექტემბერი, 2017 16:00
font-size

„დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანია იწყება

15 სექტემბერს, საქართველოში „დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანია იწყება, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს სრულიად საქართველოს.

2017 წლის ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანიის მოწოდებაა: ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობაა...

,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World) კამპანია დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში და ტარდება ყოველი წლის სექტემბერში. საქართველო ამ მოძრაობას შეუერთდა 2010 წელს და მას შემდეგ, ყოველწლიურად ატარებს დასუფთავების აქციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

15 სექტემბერს, თბილისში დასუფთავების აქცია იწყება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებით.

დასუფთავების აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილობას მიიღებს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვედეთის საქართველოსა და სომხეთში ქ-ნი მარტინა ქვიქი, მოლი ლიენი - შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)“ განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, მოხალისეები.

კამპანია `დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო~ ტარდება პროექტის - ,,დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელდებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით. გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.“

მე-12 კლასელებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ღია კარის დღე მოეწყო

26 სექტემბერი, 2017 , 17:40

სსიპ საქართველოს ლაბორატორიაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ღია კარის დღე მოეწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორია ცდილობს მაქსიმალურად დაეხმ

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

26 სექტემბერი, 2017 , 17:35

საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, პრინტერნეტ სივრცეში - http://ubani.ge/ გავრცელდა ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განცხადება, რომელზეც დატანილია მცდარი და შეცდომაში შემყვ

სამხედრო მოსამსახურეები NASA-ს წარმომადგენლებს შეხვედნენ

26 სექტემბერი, 2017 , 17:00

„ჩაკრულოს“ კვირეულის ფარგლებში საქართველოს NASA-ს მეცნიერები ეწვივნენ. დღეს, მარსის პროგრამის მთავარი ინჟინერი, რობ მენინგი და Voyager-ის პროგრამის ყოფილი მენეჯერი, ჯონ კასანი საქართველოს შეიარაღებული ძალების

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში უფასო ტრენინგები ბათუმსა და ჩაქვში ჩატარდება

26 სექტემბერი, 2017 , 17:00

იუსტიციის სამინისტროს ტრენინგები ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის თემაზე გრძელდება. 27 სექტემბერს, 12 საათზე  სწავლება ბათუმის იუსტიციის სახლსა და ჩაქვის საზოგადოებრივ  ცენტრებში ჩატარდე

თუ მოსკოვში მოლაპარაკებები ”პატრიოტთა ალიანსის” კერძო ინიციატივაა, მისასალმებელია, მაგრამ უშედეგო იქნება

26 სექტემბერი, 2017 , 16:35

როგორც მე ვხედავ ხელისფულება არ იზიარებს ”პატრიოტთა ალიანსის” პოზიციებს, აქედან გამომდინარე, არ მინდა გამოჩნდეს ისე, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ტყუილად დადის მოსკოვში. ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა ა

აზიელებმა საქართველოში თავისი საზოგადოების სტრუქტურირება შეძლეს, მათ უსაფრთხოების სამსახურიც აქვთ-მამუკა არეშიძე

26 სექტემბერი, 2017 , 15:35

ექსპერტის მამუკა არეშიძის აზრით, საქართველო დგას საფრთხისა და გამოწვევის წინაშე, რომელიც აზიის ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს უკავშირდება. არეშიძის თქმით, ამ ადამიანებმა შეძლეს საქართველოში თავიანთი საზოგადოების სტრუქტურ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე