უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
არქივი
სამართალი
დავბრუნდი ძალიან ძველ დროში, როდესაც პროკურორი მუშტს ურტყამდა და დაშინებული ჰყავდა ყველა - მაია ნიკოლეიშვილი
გენერალური ინსპექციიდან გამოსული ვარ გამართული, - განაცხადა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა.
მისი თქმით, გენერალური ინსპექცია დაინტერესდა, თუ რა ფორმით მოხდა მასზე პროკურორ ფხაკაძისა და გუგუშვილის მხრიდან ზეწოლა.
„მე ვიცი როგორია და როგორი სტილი აქვს აღებული საქართველოს პროკურატურას. გენერალური ინსპექციიდან გამოსული ვარ გამართული – რასაც მე ვუყურე ორი პროკურორის მხრიდან, დავბრუნდი ძალიან ძველ დროში, როდესაც პროკურორი მუშტს ურტყამდა და დაშინებული ჰყავდა ყველა, მათ შორის ექსპერტი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საფრთხე და შიში მინახავს, სერიოზულად დამთრგუნა პროკურორ ფხაკაძისა და გუგუშვილის საქციელმა. აღნიშნული გამოკითხვის შემდეგ, მე ისევ ჩემს დროში დავბრუნდი“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
ცნობისათვის, მაია ნიკოლეიშვილი საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტზე მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში იმყოფებოდა.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, ხორავის საქმის პროკურორები მის მიმართ აგრესიით გამოირჩევიან და მის დაშინებას ცდილობდნენ.