უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 ნოემბერი, 2024 12:52
font-size

„დავიბრუნოთ ქვეყანა“ – სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან 2 ნოემბრიდან საპროტესტო აქციებს იწყებენ

„დავიბრუნოთ ქვეყანა“ - ამ ლოზუნგით ხვალ, 2 ნოემბერს, 20:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა „ტალღაა“. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყანაში არჩევნები მასობრივად გააყალბეს, დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რის გამოც აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაგეძელდება.

„2 ნოემბერს, შაბათს, 20:00 საათზე, გაბრაზებული მოქალაქეები ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, სცენის, გამომსვლელებისა და ლიდერების გარეშე.

ეს არის პროტესტი მათთვის, ვისაც ბრაზი და უსამართლობის განცდა სახლში არ აჩერებს. ქვეყანაში არჩევნები მასობრივად გააყალბეს. სასტიკად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს.

საია მოითხოვს 2263 უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ელექტრონული მეთოდით ჩატარდა, რადგან ხმის დათვლისას ტექნოლოგიები მიზანმიმართულად არასწორად გამოიყენეს. ჩვენი პროტესტი არ შეჩერდება, სანამ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება! გარდა ამისა, გუშინ, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის წარმომადგენელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეჩერდა მთავრობის უკანონო ქმედებების გამო.

საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ განაპირობებს ქართველი ხალხის ნებას – ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვას. მიუხედავად ამისა, მთავრობამ გააჩერა ეს პროცესი და ყოველდღიურად ატყუებს საზოგადოებას, თითქოს ყველაფერი კარგად მიდის.

მოვიტანოთ ბანერები, სასტვენები, ქვაბების თავსახურები, ბარაბნები, უკულელეები და ნიღბები – ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ხმა ყოველდღიურად უფრო ძლიერდება!

აქ ყველა ლიდერია – მოქალაქე, აქტივისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ოპოზიციური პარტია. ეს ბრძოლა ყველასია, და პროცესს ერთად, თანაბარი უფლებებით ვმართავთ.

შევხვდეთ 2 ნოემბერს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ. აქციები გაგრძელდება ყოველდღე 20:00 საათიდან – გამარჯვებამდე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღეს „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა - საქართველოს პრეზიდენტი

14 დეკემბერი, 2024 , 13:17

დღეს „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ერთი წლის წინ საქართვე

ცუდი კანდიდატურა არის, უფრო უკეთესად უნდა გეფიქრათ კანდიდატურის შერჩევისას - ადა მარშანია

14 დეკემბერი, 2024 , 12:38

ადა მარშანია, რომელიც საარჩევნო კოლეგიაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კვოტით არის წარმოდგენილი, აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს მხარს არ უჭერს. მისი თქმით, შესაბამის ყუთში ცარიელი ფურც

ერთი წლის წინ, ამ დღეს, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, მმართველი ერთი ადამიანი/ერთი პარტია ამ შესანიშნავ შესაძლებლობას ანადგურებს - პრეზიდენტი

14 დეკემბერი, 2024 , 12:08

მმართველი ერთი ადამიანი/ერთი პარტია ევროინტეგრაციის შესაძლებლობას ანადგურებს და რეპრესიულ ავტორიტარულ რეჟიმს აშენებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. &b

მიხეილ ყაველაშვილს თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით, დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს - მამუკა მდინარაძე

14 დეკემბერი, 2024 , 11:56

მიხეილ ყაველაშვილი უკვე შემდგარი პროფესიონალი პოლიტიკოსია და ადამიანია, რომელსაც თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით. დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს, - ამის შესახებ საპარლ

საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე მივიდა

14 დეკემბერი, 2024 , 09:28

საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე მივიდა. ზურაბიშვილი მთავარ გამზირზე ფეხით, მარტო მივიდა. მას ადგილზე შეკრებილები ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.   "სალომე", "მადლობა" - სკანდირებდნენ აქციაზე შ

საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს

14 დეკემბერი, 2024 , 09:04

საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს. კენჭისყრის პროცესი 14:00 საათზე დასრულდება. საარჩევნო კოლეგია საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს წელს პირველად არაპირდაპირი წესით აირჩევს. პრეზიდენტის პოსტზე &bdqu