უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 ნოემბერი, 2017 14:55
font-size

დავით ასათიანი საერთაშორისო ტრიბუნიდან იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს მიმართავს (video)

2017 წლის 11 ნოემბერს „თურქულენოვან და მონათესავე ქვეყნების ადვოკატთა გაერთიანების“ (TURK-AV) კრებაზე მყოფ იურიდიული პროფესიის ასეულობით წარმომადგენელს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით, ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა და მოცემული ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ასათიანმა მიმართა.

„პატივი მაქვს, მოგმართოთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით.

სიმბოლურია, რომ მუსტაფა ქემალ ათათურქის ხსენების დღეს 10-ზე მეტი ქვეყნიდან შევიკრიბეთ იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები, რომლებისთვისაც ათათურქის ღირებულებები - თავისუფლება, სამართლიანობა, დემოკრატია, თანასწორობა და სამოქალაქო საზოგადოება - ძალზედ მნიშვნელოვანია.

მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელმაც განვლო საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი, ახლო წარსულში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები და დაუსაბუთებლად ათობით ადვოკატის დაპატიმრებები. სამწუხაროდ, ჩვენ ისევ გვაქვს ადვოკატებზე ზეწოლის შემთხვევები სხვადასხვა გავლენიანი სამთავრობო, ბიზნესის, მედიის თუ სხვა ჯგუფებიდან.

გასულ წელს ჩვენ მიერ დაფუძნებული საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაცია (TURK-AV) საუკეთესო ფორმატია საერთაშორისო პროფესიული სოლიდარობის გამოხატვისათვის; ადვოკატებისა და საადვოკატო ბიუროებისათვის საუკეთესო შესაძლებლობაა ფართომასშტაბიან ქსელში იპოვონ სანდო პარტნიორები ქვეყანათაშორისი დავების ეფექტურად მოგვარების მიზნით.” - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას დავით ასათიანმა.

15 სააფთიაქო დაწესებულებაში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

19 ივლისი, 2018 , 15:10

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოქროს კონტრაბანდის ოთხი ფაქტი გამოავლინა

19 ივლისი, 2018 , 12:40

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებები

1 იანვრიდან დღემდე ტექნოგენური დანაგროვის უკანონო მოპოვების 270 ფაქტი გამოვლინდა

19 ივლისი, 2018 , 11:10

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე ტექნოგენური დანაგროვის (სილიკო-მანგანუმის ნარჩე

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს

18 ივლისი, 2018 , 16:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 10 პირი დააკავა, მინდია ლავასოღლის კი, ბრალი წარედგინა, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ. „მოს

დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის პროკურატურაში გამოკითხვაში მმართველი გუნდის წევრები დრამატულს ვერაფერს ხედავენ

18 ივლისი, 2018 , 15:20

ყოფილი მინისტრების, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის პროკურატურაში გამოკითხვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმიანებიან. კითხვაზე, რატომ დამალა 20 დღის განმავლობაში პროკურატურამ, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედ

სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

18 ივლისი, 2018 , 15:20

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის განაჩენი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომლითაც სანდრო გირგვლიანის საქმეზე

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან