უკან

პოლიტიკა

23 სექტემბერი, 2020 17:15
font-size

დავით ბაქრაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ სამომავლო თანამდებობების შესახებ შეთავაზება მიიღეს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ერთიანი სიის შეთავაზებაზე საუბრობს.

დავით ბაქრაძის თქმით, მითიური სიებისა და თანამდებობების შემოთავაზება ხელს უწყობს იმ პოლარიზაციას, რომელიც დღეს ისედაც დიდი პრობლემაა.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში უნდა იყოს მრავალფეროვანი არჩევანი, მრავალპარტიული მართვა, ხოლო ეს შემოთავაზება ამის საწინააღმდეგო იყო.

დავით ბაქრაძის თქმით, მთავარი პრობლემა არის ის, თუ რატომ არ დათანხმდა „ნაციონალური მოძრაობა“ საერთო კანდიდატებს და რატომ აირჩია ვიწრო პარტიული გზა. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, მას სჯერა, რომ ოპოზიცია ერთიანად ამ არჩევნებში გაიმარჯვებს და საქართველოს ეყოლება მრავალპარტიული, კოალიციური მთავრობა.

„ერთიან სიაზე იყო საჯარო შემოთავაზება, რასაც მაშინვე უარყოფითი შეფასება მოჰყვა ჩვენი მხრიდან, ვინაიდან ერთიანი სია ნიშნავს ხელშეწყობას იმ პოლარიზაციის, რომელიც დღეს ისედაც პრობლემაა საქართველოში და ნიშნავს დაფრთხობას ყველა იმ ამომრჩევლის, ვისაც არ უნდა არც ივანიშვილი და არც სააკაშვილი და ვინც ეძებს ქვეყანაში მრავალფეროვან არჩევანს. ამიტომ, ჩვენი პოზიციაა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს მრავალფეროვანი არჩევანი, რომ ქვეყანას აღარ სჭირდება ერთპარტიული მართვა და უნდა იყოს მრავალპარტიული მთავრობა. ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება ერთიანი სია და ჩვენი პოზიცია ამ შეთავაზებაზე იყო მკაფიოდ უარყოფითი.

რაც შეეხება თანამდებობების შემოთავაზებას, ეს არის პირდაპირ ტყუილი, არანაირი საუბარი თანამდებობების შემოთავაზებაზე არ ყოფილა და არც მივიღებდით, რადგან ჩვენთვის მთავარი ამოცანაა არა თანამდებობების და სკამების განაწილება, არამედ გარდამტეხი ცვლილებების მოტანა ოთხი მილიონი ქართველისთვის, რომელიც დღეს არის კრიზისულ და უმძიმეს მდგომარეობაში.

ჩვენ ჩვენივე გუნდშიც კი არ ვასახელებთ პრემიერობის კანდიდატს, რადგან ჩვენი პოლიტიკა მორგებულია არა პიროვნებებზე, არამედ მთლიანად ხალხზე. ამიტომ, გამორიცხულია და არ და ვერ გვექნებოდა ასეთი ტიპის რაიმე მოლაპარაკება „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

მთლიანობაში, მთელი ეს საკითხი და ამ თემის წამოჭრა ემსახურება იმ ამოცანას, რომ გადაიფაროს მთავარი პრობლემა, რატომ არ დათანხმდა ენმ მაჟორიტარების ერთიან კანდიდატებს, რადგან ერთიანი კანდიდატები რეგიონებში იქნებოდა გარანტირებული გზა, პირველივე ტურში დაგვემარცხებინა „ქართული ოცნება“. სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია ვიწრო პარტიული გზა, ერთპარტიული გამარჯვების სტრატეგია, უარი თქვა ამ შეთანხმებაზე და მეტიც, თბილისში მიღწეული შეთანხმება ჩაშალა ისანში. ამიტომ, მთავარი პრობლემა დღეს გახლავთ სწორედ ის, რატომ არ ჰყავს ოპოზიციას ერთიანი კანდიდატები და არა რაღაც მითიური მოლაპარაკებები სიებსა და სკამებზე.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია, ერთიანად ამ არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს. ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც უკაშირდება თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების მხარდაჭერას და ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ ღერძი მომავალი კოალიციური მრავალპარტიული მთავრობის, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა ოპოზიცური პარტია“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„კართაგენი უნდა დაინგრეს“, „ნაციონალური მოძრაობა“ კი უნდა გასამართლდეს და გასამართლდება კიდეც - სოზარ სუბარი

19 მარტი, 2024 , 12:51

ყველაფერი, რაც აგვისტოს ომს უკავშირდება, არის უმძიმესი დანაშაული, სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო აქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა

„ვეტინგის“ თემა დახურულია ჩვენთვის - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:43

„ვეტინგის“ თემა დახურულია ჩვენთვის. ეს არის შეუსაბამო საქართველოს კონსტიტუციასთან და არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციურ, სამართლებრივ პრინციპებთან, – ამის შესახებ საქარ

ირაკლი ჩიქოვანი დანიის სამეფოს ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

19 მარტი, 2024 , 12:04

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩთან, ანე ტოფტ სორენსენსა და თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ იენს ერიკ ჰიორტთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა დანიურ მხარეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლო

სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი განიხილა

18 მარტი, 2024 , 18:29

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეული პროგრესის

იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

18 მარტი, 2024 , 18:24

დღეს, 18 მარტს, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში შეხვდა.  პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა აუდიენცია გაფართოებული შემადგენლობით გამართ

პარლამენტი მიმდინარე კვირას პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებს

18 მარტი, 2024 , 17:13

პარლამენტის ბიურომ 19-22 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, 19 მარტს, სხდომაზე პარლამენტის წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ კანონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი