უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა


დავით ჭიჭინაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.
ის საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.
„გავამახვილებ ყურადღებას ბოლო დროს მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. უპირველეს ყოვლისა, საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატის არდასახელებით, რაც მიმაჩნია, პოლიტიკური გუნდისთვის და პარტიისთვის აბსოლუტურად მიუღებლად. მინდა, ხაზი გავუსვა იმ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელსაც მე ვეწინააღმდეგებოდი და დღეს აღვნიშნავ, რომ თურმე ის ძალა, რომელმაც უმრავლესობა აიღო, საგამოძიებო კომიტეტში პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ამას. შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ „ქართული ოცნების“ არმონაწილეობა არჩევნებში ეს არის ნიშანი, ძალაუფლების, პრეზიდენტობის გადაბარების მცდელობა იგივე ამ ძალასთან, რომელთან ერთადაც შეიქმნა საგამოძიებო კომისია. აღარ დავამატებ შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, რაც მოხდა მარიხუანასთან და სხვა საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით.
ამიტომ, ვთვლი, მეც გავდივარ „ქართული ოცნების“ რიგებიდან და მოღვაწეობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი. თუნდაც ის ინიციატივა, რომელიც შეეხება მარიხუანას, არ მახსენდება რომელიმე საარჩევნო კამპანიის დროს და ეკონომიკის განვითარების მიზნით, რომ შეთავაზებული ყოფილიყო ჩვენი ამომრჩევლისთვის“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება 18 ივლისს მიიღო.
საკვანძო სიტყვები:

ბრიუსელში ორ კვირაში გვექნება საქართველოს პრემიერის მასპინძლობის სიამოვნება, მახარებს გზავნილი, რომელიც ბატონმა პრემიერმა გამოხატა და რომელსაც ევროკავშირში წავიღებ - შარლ მიშელი
1 მარტი, 2021 , 19:22

მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა - შარლ მიშელი
1 მარტი, 2021 , 19:05

ევროკავშირი არის სანდო პარტნიორი და მეგობარი საქართველოსთვის და საქართველო არის მთავარი პარტნიორი ევროკავშირისთვის - შარლ მიშელი
1 მარტი, 2021 , 18:52

მზად ვარ, ოპოზიციასთან შეხვედრას დავესწრო, მადლობა შარლ მიშელს ამ ინიციატივისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი
1 მარტი, 2021 , 18:39

შარლ მიშელს შევთავაზე, რომ პროცესი მედიაციიდან მოდერატორობაში გადავიდეს - მამუკა ხაზარაძე
1 მარტი, 2021 , 17:35

ჩვენ კომპრომისის სახით ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, შეგვიძლია, წავიდეთ პლებისციტზე - გიორგი ვაშაძე
1 მარტი, 2021 , 17:15