უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 მაისი, 2019 13:55
font-size

დავით გარეჯის ტერიტორიაზე არ უნდა მიმდინარეობდეს არანაირი სამუშაო, სანამ დელიმიტაციის კომისიები არ დაასრულებენ მუშაობას - ლაშა დარსალია

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე რამდენიმე რთული მონაკვეთია, რომელზეც მიდის მუშაობა. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება რომელიმე მონაკვეთთან დაკავშირებით არ არის მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლაშა დარსალიამ განაცხადა.

მისი თქმით, საზღვრის ერთი მესამედი არის შესათანხმებელი.

„საზღვრის ორი მესამედი არის შეთანხმებული 1996 წლიდან, ერთი მესამედი კი არის შესათანხმებელი. რამდენიმე რთული მონაკვეთია, რომელზეც მიდის მუშაობა. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება რომელიმე მონაკვეთთან დაკავშირებით არ არის მიღებული, ჯერ შეჯერებული პოზიციები არ არის. საექსპერტო ჯგუფები გააგრძელებენ მუშაობას უშუალოდ ადგილზე. შემდგომი რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩავლენ ადგილზე, კიდევ ერთხელ ჩაატარებენ საველე სამუშაოებს, რომლის შემდეგაც კომისია დაუყოვნებლივ შეიკრიბება და გააგრძელებს მუშაობას საერთო პოზიციების შეჯერებაზე“, – განაცხადა დარსალიამ.

მისივე თქმით, დავით გარეჯის ტერიტორიაზე არ უნდა მიმდინარეობდეს არანაირი სამუშაო, სანამ დელიმიტაციის კომისიები არ დაასრულებენ მუშაობას.

„საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა მოვითხოვეთ განმარტებები სამონასტრო კომპლექსის მახლობლად სხვადასხვა საკითხთან თუ სამუშაოსთან დაკავშირებით. ასევე ჩვენი პოზიციაა, რომ საზღვრის ზოლის გასწვრივ გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხები თუ სხვა ნაბიჯების გადადგმა, არ უნდა ხდებოდეს სანამ დელიმიტაციის კომისიები არ დაასრულებენ მუშაობას. ამაზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანულ მხარესთან”, – აღნიშნა დარსალიამ.

მისივე ინფორმაციით, კომისიების მორიგი სხდომა თბილისში ერთი თვის ვადაში ჩატარდება.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი