უკან
საზოგადოება
14 ნოემბერი, 2016 15:00
დავით კიკალიშვილი “რუსთავი2”-ს ტოვებს
P.S.-ის წამყვანი დავით კიკალიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ტოვებს და საცხოვრებლად ამერიკაში მიდის.
ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც, წამყვანი სწავლის გასაგრძელებლად ლონდონში მიემგზავრება.
გარდა ამისა, გამოცემა, ტელეკომპანია „მაესტროზე“ მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებითაც წერს. მათი ინფორმაციით, „მაესტროს“ გენერალური პროდიუსერი ირაკლი ჩიხლაძე „იმედზე“ გადადის და საკვირაო გადაცემას წაიყვანს.