უკან

სამართალი

9 ოქტომბერი, 2019 14:05
font-size

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

დავით მუმლაძის თავისუფლების აღკვეთის და მისი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხი იტყობინება.

აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა მიიღო.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 დეკემბერს გაიმართება.

35 წლის მამაკაცის ცხედარი 5 ოქტომბერს რუსთავში მტკვარმა გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში მიეცა ექვსი პირი, მათგან ხუთი პატიმრობაშია ერთი კი,ზურაბ ჯღარკავა, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებიან, ძებნილია. ასევე საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდება წარდგენილი აქვს გიორგი ასათიანს. პოლიციის თანამშრომლებს მიხეილ ღუბიანურს და დიმიტრი დუღაშვილს, ასევე ყოფილ სამართალდამცველს დავით მიროტაძეს და კიდევ ერთ პირს, გიორგი გეთაშვილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დავით მუმლაძესთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებიან.

„მწვანე სკოლის“ ტერიტორიაზე წარწერების ფაქტზე არასრულწლოვნის გამოკითხვასთან დაკავშირებით შსს განცხადებას აკეთებს

14 დეკემბერი, 2019 , 15:40

„მწვანე სკოლის“ ტერიტორიაზე წარწერების ფაქტზე არასრულწლოვნის გამოკითხვასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს აკეთებს. შსს-ს ინფორმაციით, 10 დეკემბერს 112-ზე განხორციელებული შეტყობ

ირლანდიასა და ესპანეთში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავეს

13 დეკემბერი, 2019 , 17:10

ქართველმა, ირლანდიელმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, დუბლინსა და ბარსელონაში ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციისას, ქართული ორგანიზებული

სემეკმა სს „თელასი“ დააჯარიმა

13 დეკემბერი, 2019 , 16:45

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ ბოლო ორ კვირაში მეორედ დააჯარიმა. როგორც „მედიანიუსს“ სემეკიდან აცნობეს, კომპანია სახელმწიფო ბიუჯ

პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

13 დეკემბერი, 2019 , 16:45

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა „მწვანე სკოლის“ ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების საქმეზე, პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. „სახელ

ყაჩაღობაში ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13 დეკემბერი, 2019 , 16:05

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული ნ.ხ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „მედიანიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. მათი ცნ

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

13 დეკემბერი, 2019 , 16:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილია საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად მიმდინარე კვირეულის საზეიმო შემაჯამებელი ღონისძიება, რი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`