უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 თებერვალი, 2017 11:50
font-size

დავით ნარმანია: გამწვანება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

დედაქალაქის მერმა 2016 წელს გამწვანების კუთხით თბილისში ჩატარებული ღონისძიებები შეაჯამა და განაცხადა, რომ გამწვანება იყო და არის დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

დავით ნარმანიას თქმით, გასულ წელს, დედაქალაქის მასშტაბით, 180 000 ხე-მცენარე დაირგო, თბილისსა და მის შემოგარენში კი პირველად დაიწყო ნუშისა და ზეთისხილის ბაღების გაშენება. გარდა ამისა, ნარმანიას თქმით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, დიდი რაოდენობით ხე-მცენარე დაირგო გამგეობების მიერ შერჩეულ ტერიტორიებზეც.

„2014 წლიდან დღემდე, ჯამში 650 000-მდე ხე-მცენარეა დარგული და ამ მიმართულებით, მიმდინარე წელსაც საკმაოდ მასშტაბურ ღონისძიებებს განვახორციელებთ. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის განმავლობაში, მოეწყო 30 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 249 სკვერს. მათ შორისაა იაპონური ბაღი, რომელიც იაპონური ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუში გახლავთ. გავამწვანეთ და კეთილმოვაწყვეთ თამარაშვილის ქუჩის გზაგამყოფი ხეივანი.

მნიშვნელოვანი გამწვანებითი ღონისძიებები ჩატარდა ე.წ. „ახალ გზაზეც“, სადაც მიუხედავად ათასგვარი წინასწარი ვერსიისა, ნერგების უმრავლესობამ გაიხარა, ხოლო გამხმარი ნაწილი კონტრაქტორი კომპანიის მიერ ახლით ჩანაცვლდა. ასევე გავაკეთეთ საფეხმავლო ბილიკი ლისის ტბის ირგვლივ“,- განაცხადა თბილისის მერმა.

დავით ნარმანიას თქმით, ქალაქში არსებული მოსასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობის და ახალი მწვანე სივრცეების შექმნის პროცესი 2017 წელსაც გაგრძელდება.

საკვანძო სიტყვები:

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი