უახლესი ამბები
- 24.04.2024 18:09Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
არქივი
საზოგადოება
დავით ნარმანია ყველაზე კორუმპირებული და ცუდი მენეჯერია - ირაკლი აბესაძე
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის, განცხადებით, აუდიტის სამსახურის უფროსად დავით ნარმანიას შესაძლო დანიშვნა, „ქართული ოცნების“ მორიგი ცინიკური გადაწყვეტილება იქნება.
როგორც აბესაძემ აღნიშნა, ნარმანია არის ყველაზე კორუმპირებული და ცუდი მენეჯერი.
„სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მენეჯერი, თბილისის მერი, გახდეს ქვეყნის მთავარი აუდიტორი და გახდეს მთავარი პასუხისმგებელი იმაზე, რომ საბიუჯეტო სახსრები იხარჯება კანონიერად.
ეს არის მორიგი ცინიკური გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“,- აღნიშნა აბესაძემ.
დღეს, დავით ნარმანიამ ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, განაცხადა, რომ საკითხი სხვა თემებთან ერთად, განხილვის სტადიაზეა.
მონიკა დავლიანიძე