უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

15 მაისი, 2017 15:30
font-size

დავით ნარმანია ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემაზე: ყველაფერი კანონმდებლობის, წესებისა და პროცედურების დაცვითაა განხორციელებული

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველაფერი კანონმდებლობის, წესებისა და პროცედურების დაცვითაა განხორციელებული. ასე რომ, არამგონია რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდეს ადგილი, - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ვეძისის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებით.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, დეტალური კომენტარის გაკეთება მხოლოდ აუდიტის სამსახურის დასკვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

"როგორც კი აუდიტის დასკვნა გამოქვეყნდება და ვნახავთ, რასაკვირველია, შევძლებთ გავაკეთოთ დეტალური კომენტარი. ველოდებით დასკვნას, ვინაიდან, არ ვიცით, რა წერია დასკვნაში და რაზეა საუბარი. წინასწარ კომენტარის გაკეთება, ჩემი აზრით, მიზანშეუწონელია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველაფერი კანონმდებლობის, წესებისა და პროცედურების დაცვითაა განხორციელებული. ასე რომ, არამგონია რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდეს ადგილი", - განაცხადა ნარმანიამ.

გაზეთი ”კვირის პალიტრა” წყაროზე დაყრდნობით იმ მასალების შესახებ წერს, რომლის გამოც გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის დაპირისპირება მოხდა.

გამოცემის ინფორმაციით, საქმე ვერეს ხეობაში არსებულ მიწის ნაკვეთს ეხება, რომლის სანაცვლოდ მერიამ კომპენსაციის სახით ვეძისში ორი მიწის ნაკვეთი გასცა.

„ვერეს ხეობაში ქართულ-ებრაული კომპანია, რომლის ბორდის წევრიც მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილი, ნიკა ალასანიაც იყო, საკუთრებაში სამ ნაკვეთს ფლობდა. ერთ-ერთ მათგანზე, რომლის ფართობი დაახ­ლოებით 2300 კვადრატული მეტრია, მაშინ ახალი გზის გაყვანა დაიწყო. გზის ყველა მონაკვეთის გაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქართულ-ებრაული კომპანიის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის 74% ახალმა გზამ დაფარა, რის სანაცვლოდაც მან მერიისგან კომპენსაცია მოითხოვა...

მერიისა და ქართულ-ებრაული კომპანიის დავაში ფარცხალაძე 2016 წლის თებერვალში ჩნდება. კერძოდ, 2016 წლის 19 თებერვალს კომპანიამ კიდევ ერთხელ მოსთხოვა კომპენსაცია მერიას, თუმცა, რამდენიმე დღეში, ვერეს ხეობაში არსებული ერთ-ერთი ნაკვეთი ოთარ ფარცხალაძეს მიჰყიდა. 2016 წლის 29 თებერვალს ფარცხალაძემ ვერეს ხეობაში რამდენიმე დღის წინ ნაყიდი ნაკვეთის ნაცვლად, კომპენსაციის სახით ვეძისის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი საკმაოდ დიდი ნაკვეთი მიიღო. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღეს ამ ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია უკვე კორპუსებს აშენებს.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ ამ საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში­ ორი დასკვნა დევს. ერთი დასკვნის მიხედვით, მერიამ 2016 წლის 19 თებერვალს ქართულ-ებრაულ კომპანიას კომპენსაციად ნაკვეთების გადაცემაზე უარი უთხრა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ვერეს ხეობაში კომპანიისგან ნაკვეთი ფარცხალაძემ შეიძინა, ზუსტად 10 დღეში, ანუ, 2016 წლის 29 თებერვალს, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ ყოფილ მთავარ პროკურორს კომპენსაციაზე თანხმობა განუცხადა და ვეძისში დიდი ფართობი გადასცა.

მეორე დასკვნის მიხედვით კი, 2016 წლის 19 თებერვალს მერიამ ქართულ-ებ­რაულ კომპანიას კომპენსაციის სახით ორი მიწის ნაკვეთი შესთავაზა, თუმცა კომპანიამ ამაზე უარი განაცხადა, მაგრამ შემდეგ ნაკვეთი, რომელზეც გზა გადის, ფარცხალ­აძემ იყიდა და უკვე ახალმა მეპატრონემ (ყოფილმა მთავარმა პროკურორმა) თანხმობა განაცხადა კომპენსაციად მიეღო ორი ნაკვეთი.

სხვათა შორის, თავად აუდიტის სამსახურში მიმდინარეობს იმის გარკვევა, თუ რატომ დაიწერა ამ საქმესთან დაკავშირებით ორი ერთმანეთისგან გასხვავებული დასკვნა, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილია, თავად ფარცხალაძის გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აუდიტის სამსახურმა მასსა და მერიას შორის შეთანხმების დეტალების შესწავლა დაიწყო და სწორედ ამის გამო მოხდა ეს ინციდენტი“, - წერს „კვირის პალიტრა“.

ნინო ექვთიმიშვილი

მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“ გაასაჯაროოს საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება - ნათია თურნავა

4 ივნისი, 2020 , 15:35

თქვენ იცით, რომ საერთაშორისო დავა „ფრონტერასთან“ ქართული მხარის სასარგებლოდ დასრულდა და მოდით, ერთად მოვუწოდოთ კომპანია „ფრონტერას“ გაასაჯაროოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო სერთაშორისო არბიტრაჟმა,

არავინ არსად არ მიდის, ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ვართ - თეა წულუკიანი

4 ივნისი, 2020 , 14:15

ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ფეიკნიუსი უწოდა და აღნიშნა, რომ ფეიკნიუსები მის შესახებაც ვრცელდებოდა. „ბოლო დღეების განმ

ბექა ლილუაშვილი 2020 წლის ბიუჯეტზე - სამწუხაროდ, ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები ცდილობენ, მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას

3 ივნისი, 2020 , 16:35

სამწუხაროდ, ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან კვლავ ადგილი აქვს მცდელობას, მცდარი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ბექა ლილუაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

თითო საათი 165 აშშ დოლარი ჯდება - თუ ეს ვინმეს ენანება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მაშინ ეს მათ ნამუსზე იყოს - ირაკლი ღარიბაშვილი

3 ივნისი, 2020 , 13:15

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცების წასახალისებლად თავდაცვის უწყების მიერ ჯერ კიდევ დეკემბერში შეკვეთილ სასაჩუქრე საათებზეც ისაუბრა.

20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს გამოკვებილა ნედლი, გაუყინავი, ახალი ხორცით. მე ეს პრობლემა მოვაგვარე - თავდაცვის მინისტრი

3 ივნისი, 2020 , 12:10

"ძალიან უაზრო, ცილისმწამებლური კამპანია" - ასე უწოდა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმ ბრალდებებს, რომლებიც ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რ

ჩვენთან პოლიტიკურმა ძალებმა არ იციან, ფული აკეთონ თუ პოლიტიკა - დავით ჭიჭინაძე

2 ივნისი, 2020 , 16:50

ჩვენთან პოლიტიკურმა ძალებმა არ იციან, ფული აკეთონ თუ პოლიტიკა და აი, ეს არის მთავარი პრობლემა, - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. ამასთან, დეპუტატი ოპოზიც

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!