უკან

საზოგადოება

10 ივლისი, 2017 14:35
font-size

დავით ნარმანია ქიზიყის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი დავით ნარმანია, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელთან გიორგი ბაგრატიონთან ერთად, ქიზიყის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2,1 კმ-იანი გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანია „Georgian Water & Power“-მა მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოები დაასრულა, რის შემდეგაც მოეწყო სანიაღვრე ქსელი. ამჟამად იგება გზა და ეწყობა ტროტუარები ბაზალტის ახალი ბორდიურებით.

„ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი კეთდება, სადაც წლების განმავლობაში გაუვალი მდგომარეობა იყო. ამით სარგებლობენ, როგორც აქ მცხოვრებლები, ასევე ის კომპანიები, რომელთა ოფისები და საწყობებიც არის ამ ტერიტორიაზე განლაგებული, შესაბამისად, სამუშაოები ძალიან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა დროულად დავასრულოთ და აგვისტოს ბოლომდე გაიხსნას გზაზე მთლიანად მოძრაობა. ამით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატება ჩვენს ქალაქს,“- განაცხადა თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „გზები და კეთილმოწყობა“ აწარმოებს.

საკვანძო სიტყვები:

გთხოვთ თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისაგან - საგარეო საქმეთა სამინისტრო

23 თებერვალი, 2020 , 11:32

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. ამის შესახებ განცხადებას საგარეო უწყება ავრცელებს. „საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! კორონავირუსის გავრცელებასთან

ირანის ოთხი მოქალაქე ინფექციური საავადმყოფოს მოათავსეს

22 თებერვალი, 2020 , 22:33

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ირანის ოთხი მოქალაქე ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ და ექიმები მათ გამოკითხვას აწარმოებენ. „

არავის უთქვამს, რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ უნდა გახდეს 10 და 15 ლარი – ლაშა ხუციშვილი

22 თებერვალი, 2020 , 18:52

“ბოლო დღეებია (ერთი შეხედვით საეჭვო წყაროებიდან) სიგარეტის ფასთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არის ამავე წყაროების მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორი ინტერპრეტაცია და თემის არასრული გაშუქება, რაც

ვის შესახვედრად გაემგზავრა მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში

22 თებერვალი, 2020 , 17:15

გუშინ საღამოს მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში გაემგზავრა. ეს ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მაჩალიკაშვილის მეუღლემ მედიკო მარგოშვილმა დაუდასტურა. კითხვაზე, მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან,

სიგარეტი 15 ლარამდე გაძვირდება - „უნდათ ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში?”

22 თებერვალი, 2020 , 17:15

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძისთვის გაუგებარია რას ემსახურება ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადება, რომ სიგარეტი საქართველოში 15 ლარამდე გაიზრდება. მისი თქმით, წინასაარჩევნოდ მსგავსი გადაწყვეტილებები „ქართული

ორი წლის წინ საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილი მოკლა - სალომე ზურაბიშვილი

22 თებერვალი, 2020 , 16:50

ორი წლის წინ საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილი მოკლა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ორწლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „ორი წლ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`