უკან

პოლიტიკა

8 დეკემბერი, 2016 11:35
font-size

დავით ნარმანია საქმიანი ვიზიტით პარიზში გაემგზავრა

თბილისის მერი დავით ნარმანია, 9 დეკემბერს, პარიზში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

მერიის ცნობით, საფრანგეთის დედაქალაქში სამიტი 7-9 დეკემბერს იმართება. ღონისძიების ფარგლებში, დავით ნარმანია დავით ნარმანია მონაწილეობას მიიღებს UNDP-ის მიერ ორგანიზებულ უორქშოფში Making Cities Work: Opening and Optimizing. აღნიშნულ პანელზე განხილული იქნება ქალაქის ღია მმართველობის პრაქტიკა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების პოტენციალი ღიაობისა და მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად. სამიტზე თბილისი 2017 წლის თბილისის ღია მმართველობის სამოქმედო გეგმას წარადგენს, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მიმდინარე წლის ნოემბერში დაამტკიცა.

„საერთაშორისო სამთავრობო გამჭვირვალობის პარტნიორობის ფარგლებში, თბილისი მოხვდა იმ 15 ქალაქსა და რეგიონს შორის, რომელსაც აქვს მზა სამოქმედო გეგმა გახადოს ადგილობრივი მმართველობის სისტემა კიდევ უფრო ღია, გამჭვირვალე და ხალხზე ორიენტირებული. თბილისის მთავრობამ, რამდენიმე დღის წინ, მიიღო აღნიშნული სტრატეგია. დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართება პარიზში, იმ წამყვან ქალაქებთან და რეგიონებთან, რომლებსაც მსგავსი სტრატეგია აქვთ. გავცვლით გამოცდილებას, რათა მმართველობა ჩვენს ქალაქებში უფრო მეტად ღია და გამჭვირვალე იყოს. ამდენად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი მმართველობის სისტემა კიდევ უფრო მეტად იყოს ორიენტირებული საზოგადოების კეთილდღეობაზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პარიზში გამართულ სამიტს, ასევე, ესწრება თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროგრამას საფუძველი 2010 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივით ჩაეყარა, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით, პასუხისმგებლობა აეღოთ მთავრობების საქმიანობის ღიაობაზე, კორუფციასთან ბრძოლასა და სამოქალაქო ჩართულობის ამაღლებაზე. დღეისათვის „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ 69 ქვეყანა მონაწილეობს ცენტრალური ხელისუფლებების დონეზე, მათ შორის 2011 წლიდან - საქართველოც. ეს ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, ხელი შეუწყონ გამჭვირვალობას, სამოქალაქო უფლებების გაზრდას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას მმართველობის პროცესში. პარტნიორობის აღმასრულებელი კომიტეტის ამჟამინდელ 4 წევრ შორისაა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

საკვანძო სიტყვები:

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, რადგან არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა - მამუკა მდინარაძე

16 აპრილი, 2024 , 19:08

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხ

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ კალანდარიშვილი და წევრობის კანდიდატები პირველი მცდელობით ვერ აირჩია

16 აპრილი, 2024 , 16:19

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. თუმცა, პირველი მცდელობით პარლამენტმა ისინი ვერ აირჩია. ცესკოს თავმჯდომარეობი

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - სალომე ზურაბიშვილი

16 აპრილი, 2024 , 08:06

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს. „სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის

ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 16:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს - ოლაფ შოლცი

12 აპრილი, 2024 , 15:45

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა. &

ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერა იგეგმება

12 აპრილი, 2024 , 15:18

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი