უახლესი ამბები
- 18.04.2024 19:05ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი
- 18.04.2024 18:29“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
- 18.04.2024 14:47პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ
არქივი
საზოგადოება
დავით ნარმანიამ ასათიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, GWP-ს ოპერაციული მართვის დირექტორთან მამუკა კიკალიშვილთან და საბურთალოს გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან ერთად, მიხეილ ასათიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ასათიანის ქუჩაზე წყალსადენის და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს. წყალსადენის მაგისტრალური ქსელის და განშტოებების 240 გრძივი მეტრი იცვლება ახლით. პარალელურად წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით 7 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. წყალსადენის ახალ ქსელზე 7 საკვანძო-სათვალთვალო ჭა მოეწყობა. ამასთანავე წყალარინების ქსელის 100 გრძივი მეტრი იცვლება ახლით, რომელზეც განახლდება სათვალთვალო ჭები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასფალტის ახალ საფარს საბურთალოს გამგეობა დააგებს. სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და აგვისტოს დასაწყისში დასრულდება.
„ასათიანის ქუჩაზე ძალიან მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩაზე წლების მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანების გამო მიწის საფარი იყო ჩაწეული. ამჟამად მასშტაბური კაპიტალური რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ცვლის მიწისქვეშა კომუნიკაციებს. ხდება დაერთებები გარშემო დასახლებებთან. მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოების დასრულების შემდეგ საბურთალოს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია მოაწყობს გზის საფარს და ტროტუარებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.