უკან

საზოგადოება

22 სექტემბერი, 2017 14:45
font-size

დავით ნარმანიამ განახლებული მეტროსადგური “ვარკეთილი“ დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორ ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად განახლებული მეტროსადგური „ვარკეთილი“ დაათვალიერა.

დავით ნარმანიას თქმით, მეტროსადგურის რეაბილიტაციის შემდეგ მგზავრთა გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდა.

„ეს არის რიგით მესამე მოდერნიზებული მეტროსადგური, რომლის სრული რეაბილიტაცია ჩვენ ჩავატარეთ. ამჟამად კიდევ სამი მეტროსადგურის მოდერნიზების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ მგზავრთა გადაადგილების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

„ვარკეთილის“ სადგურის სარემონტო სამუშაოები, მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, 2016 წლის ბოლოს დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში მეტრო “ვარკეთილში“ განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მოეწყო მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროს სადგურების კაპიტალური შეკეთება ითვალისწინებს უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დანერგვას და ინტერიერის განახლებას, რაც მგზავრობას უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს ხდის.

სატრანსპორტო კომპანიამ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2016 წელს დაიწყო თბილისის მეტროსადგურების კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებში უკვე განახლდა მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“, ხოლო მეტრო ‘’ავლაბარს“ გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა.

მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

15 აგვისტო, 2020 , 11:12

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1321- მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მა

18 წლამდე ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება

15 აგვისტო, 2020 , 10:45

0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლას დღეიდან შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელ

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ, შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპულ და ახლახან იდენტიფიცირებულ 13 პირს დღეს დაკრძალავენ

15 აგვისტო, 2020 , 10:27

სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 11:00 საათზე აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 14:00 საათზე დაგეგმილია გამ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0738 ლარი გახდა

14 აგვისტო, 2020 , 18:26

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0738 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0728 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

კარანტინში გადაყვანილი პირი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა

14 აგვისტო, 2020 , 18:02

ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. ამის შესახებ განცხადებას შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი. „ბათუმში, ერთ-ერთ სასტუ

ავტოდილერებისთვის ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს შექმნის მიზნით, „ნაცმოძრაობა` პარტნიორებთან და მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს გეგმავს

14 აგვისტო, 2020 , 17:52

ავტოდილერებისთვის ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს შექმნის მიზნით, „ნაციონალური მოძრაობა" სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. „ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, დღეს დავით

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე