უახლესი ამბები
- 25.01.2021 10:45საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
- 25.01.2021 10:45პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გაგრძელების მოთხოვნით მიმართავს
- 25.01.2021 10:25ანონსი - 25.01.21
- 25.01.2021 10:25დღის კალენდარი - 25 იანვარი
არქივი
საზოგადოება


დავით ნარმანიამ „თბილსერვის ჯგუფს“ დავალებები მისცა
ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით თბილისის მერიაში, მთავრობის სხდომაზე მსჯელობენ.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე რაიონულ გამგეობებს და შპს „თბილსერვის ჯგუფს“ უხვ ნალექთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი დავალებები მისცა.
მერის განცხადებით, უხვი ნალექის მოსვლისთანავე „თბილსერვის ჯგუფმა“ ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო მუშაობა, გაიწმინდა გზები და დაიყარა ტექნიკური მარილი. ასევე, კოჯორში მცხოვრები მოსახლეობას მყისიერად მომარაგდა შეშით.
„შპს „თბილსერვის ჯგუფს“ ვავალებ, მოამზადოს ტექნიკა და შესაბამისი საშუალებები ზამთრის სეზონზე გზების მოვლა-პატრონობასთან და შესაბამის მომსახურებასთან დაკავშირებით, რათა გადაადგილებისას მაქსიმალურად ავიცილოთ ნალექისგან გამოწვეული შეფერხებები. ასევე, ზამთრის სეზონის მოახლოებასა და შესაბამისად, ტემპერატურის კლებასთან დაკავშირებით, ვავალებ რაიონულ გამგეობებს, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სოციალურად დაუცველია და არ გააჩნია გათბობის შესაძლებლობა, უზრუნველყონ შეშით“, - განაცხადა თბილისის მერმა.
დავით ნარმანიამ დღესვე „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ ყველა სააღმზრდელო დაწესებულების შემოწმება დაევალა.
„საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ ვავალებ, შეამოწმოს ყველა საბავშვო ბაღი და ბაღებში არსებული მდგომარეობა. ჩვენ სააღმზრდელო დაწესებულებები მოვიყვანეთ მწყობრში და ყველგან არის გათბობა უზრუნველყოფილი. თუმცა, გათბობის საშუალებების შემოწმება და კიდევ ერთხელ ზამთრის დადგომამდე შესაბამისი სამუშაოების ჩატარება აუცილებელია. ამიტომ ეს სამუშაოები უახლოეს დღეებში უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
25 იანვარი, 2021 , 10:45
პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გაგრძელების მოთხოვნით მიმართავს
25 იანვარი, 2021 , 10:45

საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 456 პაციენტი
24 იანვარი, 2021 , 11:11

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა
24 იანვარი, 2021 , 11:05

ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
24 იანვარი, 2021 , 10:52
გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
23 იანვარი, 2021 , 17:35