უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 ივნისი, 2017 11:30
font-size

დავით ნარმანიამ ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობის პროექტის შეჩერების საკითხზე განმარტება გააკეთა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობის პროექტის შეჩერების საკითხზე განმარტება გააკეთა.

როგორც ნარმანიამ თბილისის მერიაში მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, თუკი აღნიშნულ ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობა განხორციელდებოდა, აუცილებელი იქნებოდა 87 ხე-მცენარის მოჭრა.

დავით ნარმანიას განცხადებით, მშენებლობა ხეების გამო გაჩერდა. ამ ტერიტორიაზე 87 ჯანსაღია ხეა, რომლის მოჭრაზეც მერიამ თავი შეიკავა და მშენებლობის შეჩერების მიზეზიც ეს გახდა.

მეორე საკითხი, რომელზეც დედაქალაქის მერმა გაამახვილა ყურადღება, პეკინის ქუჩის რეაბილიტაციაა, რომელიც 16 ივნისიდან დაიწყება.

მისი ინფორმაციით, დავით ნარმანიას განცხადებით, უკვე გამოვლინდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია. მისი თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაცია.

პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაცია 16 ივნისიდან იწყება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალსადენის 2-კილომეტრიან მაგისტრალურ ქსელს. შეიცვლება წყალსადენის გამანაწილებელი ქსელების 3-კილომეტრიანი მილები. განახლდება ინფრასტრუქტურული ელემენტები დამონტაჟდება ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების სათვალთვალო ჭებზე დამონტაჟდება ევროსტანდარტის, ჰერმეტული თავსახურები. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 400-მეტრიან წყალარინების ქსელის მიწისქვეშა გვირაბულ კოლექტორს. მოეწყობა 600-მეტრიანი ახალი სანიაღვრე ქსელი, ახალი საკონტროლო ჭები და ცხაურები, სულ 20 ერთეული. სავალ ნაწილზე და ტროტუარზე დაიგება ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი, ძველის დემონტაჟის შემდეგ.

ნინო ექვთიმიშვილი

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

18 იანვარი, 2020 , 17:30

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვრის საღამოდან ვეკუას ქუჩაზე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ხოლო შეშელიძის ქუჩიდან გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებისკენ ვეკუა

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დასრულდა

18 იანვარი, 2020 , 17:30

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 140 გამოსაცდელიდან გამოცდა 20-მა მონაწილ

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

18 იანვარი, 2020 , 16:05

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, მირიან მეფისა და ფარნავაზის ქუჩების კვეთაზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის&ldqu

საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, სომხეთში მიწისძვრა მოხდა

18 იანვარი, 2020 , 11:25

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, სომხეთში მიწისძვრა მოხდა. ცენტრის მიერ გავრცელებული ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 05

გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა

18 იანვარი, 2020 , 11:05

საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ 2019 წლის  17 დეკემბერს  გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა. აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტ

საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

18 იანვარი, 2020 , 10:55

„თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, საბურთალოს რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლისი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`