უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 მაისი, 2017 15:20
font-size

დავით ნარმანიას საკრებულოში იბარებენ

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლება - თბილისი“ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას საკრებულოში იბარებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება „მოძრაობა თავისუფლება - თბილისის“ წევრებმა ფრაქციის სხდომაზე მიიღეს, რომელზეც თბილისის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე ოფიციალური დოკუმენტაცია წარადგინა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა მამუკა ახვედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კარლო ლაფერაძის მიერ მათთვის გადაცემულ დოკუმენტაციას დეტალურად გაეცნობიან.

„იურიდიულად შესაძლოა ყველაფერი დალაგებულია, თუმცა ცალსახად მინდა აღვნიშნო ერთი მნიშვნელოვანი რამ, აქამდე მერიაში არსებულ კორუფციულ გარიგეგებთან დაკავშირებით კითხვები უჩნდებოდა ოპოზიცურ ფრაქციებს, დამოუკიდებელ დეპუტატებს, დღეს კითხვები უჩნდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოიკვლია და შესაბამისი შუალედური დასკვნა პროკურატურაში გადააგზავნა. დასკვნაში საუბარია, რომ აღნიშნულ საკითხზე შესაძლოა იყოს კორუფციული გარიგება ფარცხალაძესა და თბილისის მერიას შორის, ამიტომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერი საკრებულოში აუცილებლად უნდა მობრძანდეს. დავით ნარმანიამ უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი, რატომ მოხდა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, დღეიდან ფრაქცია საკრებულოში თბილისის მერის მისაყვანად ხელმოწერების შეგროვრებას დაიწყებს.

ნინო ექვთიმიშვილი

პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა. კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების ჩატარებისა და ოპერატიულ-

პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ

20 სექტემბერი, 2019 , 10:20

საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ. სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავში

„ევროპულმა საქართველო“ შეწყალებების საქმეზე გამოძიებას ითხოვს და პროკურატურას მიმართავს

19 სექტემბერი, 2019 , 16:25

„ევროპულმა საქართველომ“ შეწყალებების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. გენერალური პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში, პარლამენტის დეპუტატი 28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყ

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

19 სექტემბერი, 2019 , 12:25

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა. ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილ

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე - გიორგი გახარია

19 სექტემბერი, 2019 , 10:55

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე და ყველამ უნდა გავითვალისწინოს სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განა

ლევან კობერიძე ინიციატივით გამოდის, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო იყოს

18 სექტემბერი, 2019 , 16:05

პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობს და სოციალურ ქსელში პროპორციული საარჩევნო სისტემის თემას ეხმიანება. დეპუტატი ინიციატივით გამოდის, რომ 2020 წლის არჩევნ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს