უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 მაისი, 2018 13:45
font-size

დავით ქევხიშვილთან მუშაობა შეუძლებელია - ვარლამ ლიპარტელიანი

ძიუდოისტები გამოეხმაურნენ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის 5-პუნქტიან შეთავაზებას. ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ვარლამ ლიპარტელიანის შეფასებით, სპორტსმენების მიერ „ვინმეს მიყვანაზე“ საუბარი ზედმეტია, რადგან პრობლემების მოგვარება შესაბამის მაღალჩინოსნებს ეკისრება და არა სპორტსმენებს.

ლიპარტელიანის თქმით, თუ ქევხიშვილი ვერ იაზრებს პრობლემებს, მაშინ ის უნდა გადადგეს.

„ჩვენი მხრიდან ვინმეს მიყვანაზე, ვინმეს დანიშვნასა და სიტუაციის კონტროლზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ არ უნდა ვიღებდეთ ამ გადაწყვეტილებებს, რადგან ჩვენ ვართ სპორტსმენები. ჩვენ საკუთარი პოზიცია დავაფიქსირეთ, ვისაც უშუალოდ შეხება გვქონდა დავით ქევხიშვილთან. ჩვენ დავასახელეთ პრობლემები, კერძოდ, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, მწვრთნელების კომპეტენციაში ჩარევა და უამრავი მიმართულებით არასწორი მიდგომა.

თუ ქევხიშვილი კიდევ ვერ ხვდება, რომ ჩვენ საფუძვლიანი პრეტენზიები გვაქვს და ეს თითიდან გამოწოვილი პრეტენზიები არ არის, მაშინ მასთან მუშაობა შეუძლებელია.

გადაწყვეტილება იმ ადამიანებმა უნდა მიიღონ, ვისაც სპორტი შეუქმნია და არა სპორტსმენმა ან მის მიერ მიყვანილმა ადამიანმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მასთან მუშაობა შეუძლებელია", - თქვა ლიპარტელიანმა ძიუდოს ფედერაციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე.

დავით ქევხიშვილმა გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა, რომ მზადაა, სპორტსმენებს ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს და ყველა კითხვას უპასუხოს.

მან აღნიშნა, რომ თუ გამოვლინდება, რომ მან ხელი შეუშალა სპორტსმენებს, ის თანამდებობას დატოვებს.

ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები ოც დღეზე მეტია, პროტესტის ნიშნად აღარ ვარჯიშობენ. სპორტსმენები დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. მათ ასევე უნდობლობა გამოუცხადეს დაახლოებით 2 კვირის წინ შექმნილ კომისიას, რომელიც აერთიანებს კულტურის სამინისტროს, სპორტის საპარლამენტო კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წევრებს. სპეციალურ კომისიას ევალება ძიუდოს ფედერაციაში შექმნილი ვითარების შესწავლა.

დაძაბულობა ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებულმა შედეგებმა გამოიწვიეს, როცა ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ. ამის შემდეგ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სრული შემადგენლობა გადადგა.

საყოველთაო Secret Santa 2019 დაიწყო!

14 დეკემბერი, 2018 , 16:45

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკისა და საქართველოს ფოსტის თანამშრომლობით, საყოველთაო Secret Santa 2019-ი დაიწყო! ყველას ვისაც აქვს სურვილი გაახაროს მისთვის სრულიად უცნობი ადამიანი, შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდ

არასამთავრობო ორგანიზაციები სავარაუდოდ ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის საქმეზე ხელისუფლებას მიმართავენ

14 დეკემბერი, 2018 , 16:40

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია, - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „ალტერნატივა ჯორჯია“, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ და „ღია საზოგადოების ფონდი“​

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 29 დეკემბრიდან ორკვირიანი საახალწლო არდადეგები იწყება

14 დეკემბერი, 2018 , 16:00

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბრიდან დაიწყება და 14 იანვრამდე გასტანს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 28 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დეკემბერში საბავშვო

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ცენტრალურ ოფისში შუახნის ქალი გარდაიცვალა

14 დეკემბერი, 2018 , 15:10

კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ცენტრალურ ოფისში შუახნის ქალი გარდაიცვალა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, დაცვის თანამშრომლებმა მოქალაქე სკამზე დასვეს და ცოტ

საპატრულო პოლიციის რეფორმის შემდგომი ეტაპი - სისტემური განახლება გრძელდება

14 დეკემბერი, 2018 , 15:10

სისტემური განახლების ფარგლებში, საპატრულო პოლიციის რეფორმის შემდგომი ეტაპი გრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მხარდაჭერით, საპატრულო პოლ

მშენებლობის სექტორში მთავარი პრობლემა „ქაოტური განაშენიანება” და ხარისხის სუსტი კონტროლია

14 დეკემბერი, 2018 , 15:10

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მშენებლობის სექტორში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე პროცესები შეისწავლა და შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოკვეთა: სამშენებლო სექტორში მსხვილი, საშუალო და მცირე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`