უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

19 მაისი, 2017 17:30
font-size

დავით საგანელიძე ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის უმსხვილეს სახელმწიფო კორპორაცია Sinosure -ს მმართველებს შეხვდა

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის უმსხვილეს სახელმწიფო კორპორაცია Sinosure -ს თავმჯდომარეს Wang Yi შეხვდა. შეხვედრას ჩინური მხრიდან კორპორაციის ვიცეპრეზიდენტები, აღმასრულებელი დირექორი და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის სახელმწიფო კორპორაცია Sinosure - ში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოში ექსპორტის სააგენტოს დაფუძნების საკითხსაც. ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის სახელმწიფო კორპორაციამ საპარტნიორო ფონდს ამ მიმართულებით რეკომენდაციების გაწევისა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის ოფიციალური შეთანხმების გაფორმება შესთავაზა.

„საპარტნიორო ფონდსა“ და Sinosure - ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი საქართველოში მოეწერება. შეხვედრაზე ამ მიზნით ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის სახელმწიფო კორპორაციის ოფიციალური დელეგაციის საქართველოში ვიზიტი დაიგეგმა. ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის სახელმწიფო კორპორაცია Sinosure საპარტნიორო ფონდის პარტნიორი ჩინური კომპანიების ბიზნესებს დააზღვევს.

ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის სახელმწიფო კორპორაცია Sinosure მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. 230-ზე მეტ ბანკთან თანამშრომლობს და 70.000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ბოლო 6 წლის განმავლობაში კომპანია ბიზნესის დაზღვევის მხრივ ჩინეთში პირველ ადგილს იკავებს. Sinosure პარტნიორ კომპანიებს სავაჭრო, სამრეწველო, ფისკალური და ფინანსური პოლიტიკის წარმოებასა და ასევე, ექსპორტის დაზღვევის ინსტრუმენტების განვითარებაში უწყობს ხელს.

„საპარტნირო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემდეგ საქმიან შეხვედრებს სინგაპურში განაგრძობს.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი