პოლიტიკა

დავით საგანელიძე თურქეთის ელჩს შეხვდა
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე საქართველოში თურქეთის ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილეს მეჰმეთ თაილან საბანერს შეხვდა.
,,საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ბიზნეს-ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და მისმა მოადგილემ ნათია თურნავამ სტუმრებს ფონდის მუშაობის პრინციპები და მანდატი გააცნეს. ამასთანავე, ისაუბრეს განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. საქართველოში თურქეთის ელჩმა და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ საქართველოს ბიზნეს-გარემო მიმოიხილეს და აღნიშნეს, რომ საქართველოში, ამ მხრივ, დიდი პოტენციალია.
თურქულმა და ქართულმა მხარებმა სამომავლო თანამშრმომლობის შესახებ ისაუბრეს. საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებულ, მეგობრულ ურთიერთობას, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ მეჰმეთ თაილან საბანერმა კი აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ახლო ურთიერთობა წარმატებული პარტნიორობის საწინდარია.
საკვანძო სიტყვები:

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
10 დეკემბერი, 2019 , 22:02
ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ ეკლესია და საქართველო განუყოფელია - ალექსანდრე ერქვანია
10 დეკემბერი, 2019 , 16:25

ჩვენი ამოცანაა ჯალათი მოსამართლეები არ აირჩიოს პარლამენტმა - ეკა ბესელია
10 დეკემბერი, 2019 , 14:20
ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
10 დეკემბერი, 2019 , 14:20
მმართველი პარტიისგან მივიღეთ დაპირება, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთავაზებების განხილვას სერიოზულად მოეკიდებიან - ანდრიუს კუბილიუსი
10 დეკემბერი, 2019 , 14:20

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ
10 დეკემბერი, 2019 , 10:15